რაღა დაგიმალო, ალექს, და მეც

მაგის დედა ვატირე იგივე ვან ბუიტენი ვიზე ნაკლები კედელი და სტოპერი იყო
ჰამბურგში? გუშინდელივით მახსოვს როგორ გამიხარდა ეგ რომ გადმოიყვანეს
აუF, ავშენდით, კაციშვილი ვეღარ გაეკარება ჩვენს საჯარიმოს მეთქი, მაგრამ...
თან სანამ გადმოვიყვანდით ჰამბურგმა გაგვიფინა 2-0 თუ 3-0 და იმ სეზონის ბოლოს
გადმოვიყვანეთ, ხოდა შენც არ მომიკვდე ის სეზონი შტუტგარტმა მოიგო და ჩვენ
სამეულშიც ვერ შევძვერით.
თან მაშინ გაცილებით მაგარ ფორმაში იყო, მაგრამ მოვიდა და აქ დახვდა დომხალი.
სად საყრდენები დარბოდნენ, სად ლატერალები, ვერ გაიგებდი ვერაფერს.
ყველაზე მეტად რაც მომწონს ჰაინკესის გეგმებში იმდენად დაცვის დალაგება არ არის,
რამდენადაც ის, რომ დაცვისა და ნახევარდაცვის გაერთიანება უნდა.
ინტერთან პირველი თამაში რომ გავიხსენოთ, რაღა შორს წავიდეთ, დაცვამ, გუსტავომ
და ბასტიმ როგორც ერთმა ითამაშეს და შედეგი დაიდო.

ამიტომ შევხედოთ ამ კაცს,
სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ, იმედია, არ გამართლდება ჩემი ცუდი მოლოდინები.

ბოა კიდევ მაინც გვინდა რა! ისეთი კადრია სანთლით რომ უნდა ეძებო და დიდხანს რომ ხსნის
კონკრეტულ პრობლემას. როგორც ნოიერის ამბავი იყო, ზუსტად ვიცი 10-12 წელი მეკარის
პრობლემა ბაიერნში არ იქნება, ზუსტად ეგრე მგონია ბოაზეც და რა ვქნა