ნაცვლად ერთი ცენტრ. მცველი არაჩვეულებრივად მაგარი იქნებოდა,
მაგრამ არც ახლაა მთლად ცუდი სიტუაცია.

ბოატენგი ველტკლასსე რომ გახდება, დღეს თუ ხვალ, ამაში ეჭვი ნაღდად
არ მეპარება. შესაბამისად, ძალიან მეიმედება ბოასი. აი, მთავარია ბადმა
არ გაიჯვას, როგორც ჩვევია ხოლმე. შრომისმოყვარეა და ფსიქოლოგიური
პრობლემები არ აქვს, ნაღდი გერმანელია, ხოდა იქნება იმ პაწა უნიჭობასაც
მოუაროს ამ პლუსებით. მაშინ კი ნაღდად კარგი დაცვა გამოვა. შეავსებენ
ერთმანეთს + ამას ვან ბუიტენი სკამზე, რომელიც სისტემაში გადასარევად
თამაშობს.

უბრალოდ კიდევ ერთი მცველი უფრო დაძაბავდა კონკურენციას
რაც, პირველ რიგში, ბადშტუსთვის იქნებოდა გადასარევი.
მიუხედავად ამისა, თუ მოიყვანენ ვიდალს მე კმაყოფილი დავრჩები.
ლატერალად, საყრდენად, ცენტრალურ ნახევარმცველად, 10-იანად, ვინგერად,
სტრაიკერად, ყველგან შეუძლია ტიპს თამაში და ჯერ ძალიან პატარაა და თან
ჰაინკესმა ზუსტად იცის ვიდალის და კროოსის ათამაშების გასაღები. ღირს მოყვანა.