მე მიმაჩნია რომ ნეიმარის ტრანსფერი იქნება ყველაზე კარგი რონალდინიოს გადმოსვლის შემდეგ ბარსაში.
ეხლა შეიძლება ვინმემ ტენდენციურობა დამწამოს რადგანაც ბრაზილიის ნაკრებისადმი ჩემი სიმპათია ცნობილია ამ ფორუმზე, მაგრამ ობექტურად თუ შევხედავთ სიტუაციას 40 მილიონი ამ ფეხბურთელში არის ძალიან იაფი.
შეიძლება ვერ გაამართლოს, ამის შანსი არის რა თქმა უნდა მაგრამ გააჩნია რას ვეძახით ჩვენ არ გამართლებას.
ახალი მესი ვერ გახდეს ?
დიდი ამბავი მესი გვყავს უკვე

ნეიმარს აქვ ამხელაზე აწეული თამასა.
მაგრამ თავისი შესაძლებლობის 50% მაინც რო გამოიყენოს ბარსაში ეს იქნება ძალიან სასრგებლო გუნდისთვის. ამ ბიჭის 50 % არის კიდევაც სანჩესის 90 %
გასაგებია რომ ბევრს არ მოწონს როცა ეს კაცი პარადელას აკეთებს და ზედმეტი ენერგიის ხარჯვათ მაჩნია ეს. არც პრიჩო მოსწონთ მაგრამ ესე გამორჩევით ფეხბურთის ყურება არ ვარგა.
რაც არ მოგწონს იმას ამჩნევდა და რაც არის მოსაწონი იმას ვერა.
სამაგიეროდ შეაფასეთ სისწრაფე, აქცენტირებული დარტყმა და რაც ყველაზე მტავარია ბარსაში, საფეხბურთო აზროვნება. ეს არ არის 19 წლის კრისტიანო რონალდო გაიქცეს ფლანგზე 15 გადაახტეს ბურთს და მერე ელემენტარულად ჩააწოდს ან ცენტრისკენ შეიწიოს და კარში დაარტყას.
ეს არის ძალიან ძლიერი ფლანგის მოთამაშე (ვილია/პედროს უშუალო ზამენა) ძალიან ორიგინალური მოედნის ხედვით და დახვეწილი პასით. +კრისტინას ის თვისებები რაც ჩამოვთვალე. ამასთანავე უკვე რამალოს ხელში გამოვლილია და ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს გუნდური თამაში და მცველების პრესინგი 90 წუთის განმავლობაში. კი რა თქმა უნდა დახვეწა ჭირდება. ცოტა დადინჯება, ანუ სამუშაო ჩასატარებელი აქვს პეპს, მაგრამ თუ გაამართლა შედეგი იქნება უზარმაზარი
და ამ რისკზე (40 მილიონი) წასვლა ღირს.
ვილია მაგარი დიდი მადლობა ამ სეზონისთვის მაგრამ კიდე რამდენი წელი ითამაშებს ამ დონეზე. მაქსიმუმ 2-3.
ეს მინიმუმ 9-10 წლიანი პერსპექტივაა.
ნეიმარს უთამაშებლობის პრობლემა არ ექნება (თავიდან არც ექნება პრეტენზია, ნაკრებშიც ყოველთვისიძახებენ და საკმარისი პრაქტიკა ექნება ) მერე ნელ-ნელა შეაჩვევს მოედანს პეპე თავისებურად და ვილაც და პედროც ამოისუნთქავენ ცოტას.
+ მესის დასვენების შესაძლებლობაც გვექნება ხოლმე. წელს გაქაჩა მაგრამ ყოველ წელს ესეთ ტემპში ვერ გააგრძელებს, ადამიანია ბოლოს და ბოლოს.
მოკლედ გვინდა ეგ ბიჭი.
მიდი სანდრო მიაწექი

ყველაფერს რო თავი დავანებოთ ის გუნდი რომელიც ხელში ჩაიგდებს ნეიმარს მაგრათ ძლერდება. ხოდა არ დავუშვათ ეგ ფაქტი.
მოვიქცეთ ისე როგორ თავის დროზე რეალი მოიქცა კოპას და დიდს ყიდვისას.
ჩვენ თუ ვერ ვიხეირებთ სხვები მაინც არ ვახეიროთ