“წითლების ფულბექი” არ მალავს მის აღტაცებას თუ როგორ პროგრესს მიაღწია მისმა თანამემამულე ლუკას ლეივამ…
გასული სეზონი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრაზილიელი ლუკას ლეივას კარიერაში, რომელმაც უდიდესი პროგრესი განიცადა და ლივერპულის ცენტრალური ნაწილის მთავარი ფიგურა გახდა. რთული და მძიმე სამუშაოს შემდეგ ლუკასისთვის ბრწყინვალე დრო დაიწყო, დაჯილდოვდა გრძელვადიანი კონტრაქტით და Standard Chartered – მა იგი 2010/11 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ხოლო ფაბიო აურელიო კი საუბრობს მის პროგრესზე და აცხადებს, რომ ბრაზილიელისთვის ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ახალ სიმაღლეზე.
“ყველასათვის ნათელია, რომ ლუკასი ახლა სულ სხვა მოთამაშეა და სულ არ გავს იმ ფეხბურთელს, რომელიც 4 წლის წინ ინგლისში ჩამოვიდა. ის გახდა ფიზიკურად ბევრად ძლიერი და ისწავლა თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რომ წარმატებას მიაღწიოს” – აცხადებს ფაბიო LFC Weekly-სთან ინტერვიუში.
“დარწმუნებული ვარ, რომ ადვილი არ იყო მისთვის სამხრეთ ამერიკიდან ბრიტანეთში წამოსვლა, ამ ორი ქვეყანის ფეხბურთის თამაშის სტილში დიდი განსხვავებაა, ამასთან ერთად ის ძალზედ აღალგაზრდა იყო, ხოლო მისი პირველი წლები გუნდში კი აადაპტაციას დაეთმო, რაც მერწმუნეთ ძალიან რთულია.”
“მაგრამ მან აჩვენა შესანიშნავი უნარი, რომ შეუძლია შეცვალოს სიტუაცია თავის სასარგებლოდ. თავიდან ყველას გვახსოვს გულშემატკივრების უკმაყოფილება ლუკასისადმი, მისმა შრომამ, მოთმინებამ და მონდომებამ საბოლოოდ ეს შედეგი გამოიღო, ახლა მას შეუძლია ურთულეს დავალებასაც გაუმკლავდეს.”
ლივერპულის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელების დროს გამოკითხვაში 129,774 ხმიდან 40% ლუკას ლეივას ერგო.
პ.ს ლუკასის ავატარი უნდა დავიყენო მაგის დედაც