”ლივერპული” სტიუარტ დაუნინგის გადმობირებაზე ბრძოლას განაგრძობს, ”ასტონ ვილა” კი ამ ტრანსფერს აჭიანურებს.
”ლივერპულს” ”ასტონ ვილასთვის” ჯერ მხოლოდ 12 მილიონო ფუნტი აქვს შეთავაზებული, რაც ამ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით საკმარისი თანხა არ არის.
”ლივერპულელების” სამიზნე ასევე ჩარლი ადამი და სკოტ დანია, ამის გამო როგორც პრესა იტყობინება, მერსისაიდელებს რამოდენიმე ფეხბურთელთან გამომშვიდობება მოუწევთ რათა საჭირო ფინანსები შეაგროვონ.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ”ლივერპული” აპირებს გაყიდოს რაულ მეირელეში, რომელიც შარშან ზაფხულს გადაბარგდა ”ენფილდზე”, ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც უკანასკნელი ზაფხულის შენაძენებიდან გაამართლა და ხალხს თავი შეაყვარა.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს მილანის ”ინტერთან” , თუ იტალიელები რაულში 12 მილიონ ფუნტს გადაიხდიან მაშინ მერსისაიდელი მხარეები არ დააყოვნებენ და დროის გაჭიანურების გარეშე გაუშვებენ მას მილანში.
მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს იტალიურ ”რომასთან” ალბერტო აკვილანის ტრანსფერთან დაკავშირებით და ”ფულჰემთან” ჯო კოულის საკითხზე. დალგლიშის გასაშვებთა სიაში ასევე დომინირებს მილან იოვანოვიჩი, მაქსი როდრიგესი, კრისტიან პოულსენი, პოლ კონჩენსკი და ფილიპი.