რას ვიზამთ

ჩელსის რა ბრალია, ბოაშმა ასე გადაწყვიტა და არც გაემტყუვნება, მაურინიო-გუარდიოლას ორი სუპერ კლუბი ჰყავს დასამარცხებელი ლიგაზე და ეს ძალიან რთული იქნება.
უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს ეგება სუპერ თასამდე მაინც არ დამიშალოთ კლუბი
სავარაუდოდ წამოვა ფალკაო რომელიც გადაჭარბების გარეშე ვამბობ ნომერ პირველია პოზიციის შერჩევაში და გოლის ალღოში. ურტყამს თავის ყველა წერტილით უზუსტესად, ყველანაირი პოზიციიდან, სეიძლება ფეხებს შუა შეუვარდეს თავით მცველს და ისე გაიტანოს, იწელება ბიგ ბაბოლზე უკეთესად

, აქვს ძლიერი და უზუსტესი დარტყმა ფეხით და ფინტებითაც არანაკლებია სხვა ფორვარდებზე. მოკლედ საჯარიმოსი ბურთი შეუგდეთ და ჩათვალეთ 10-დან 9 გოლია.
მაურინიომ უბრალოდ არ დაუშალა გუნდი თავის მეგობარს და აღზრდილს თორემ რეალში წაიყვანდა ეგრევე ფალკაოს.
ჰალკი არის სუპერ მენი ან უბრალოდ ჰალკი

საგოლე გადაცემებით მესამეზეა წელს იოზილისა და მესის შემდეგ. მისი ფიზიკური ძალისა და უძლიერესი დარტყმების შესახებ აღარაფერს დავწერ, არის ძალიან ტექნიკური.
ვარელა, ოცნებობს ინგლისში თამაშზე, არის ნანის გაუმჯობესებული ვარიანტი ფიზიკურ მონაცემებში, აზროვნებს სწრაფად და კარგად, მოკლედ ფლანგი ჩააბარე ბოლს აადენს!
მაუტინიო პორტუგალიელი ხავესტა ძალიან გააზრებული და გენიალური პასების გამკეთებელი, ტექნიკურად ძლიერი, თუმცა არა ინგლისური სტილის ფეხბურთელი, მაგრამ სადაც დეკომ გაამართლა მაუტინიო არანაკლებია მასზე.
გუარანი გაუპიარებელი, მაგრამ უჭკვიანესი ახალგაზრდა, თამაშობს მაუტინიოს ოდნავ დაბლა ხშირ შემთხვევაში, მე ალონსოს ტიპის ფეხბურთელს ვუწოდებდი, ტუმცა მაინც განსხვავებულია.
ჩემი აზრით ამათ წამოიყვანს ან რამდენიმეს მაინც აქედან.
ოღონდ გვაცადეთ რა ბარსას გაფარჩაკება სუპერ თასზე და მერე დაგვშალეთ.