იუნგი ძალიან კარგი ტრანსფერია, თან იაფად ჩაუვარდათ ხელში და იმედია სხვა ფეხბურთელებზე არ დაიშურებენ ფულს
შემადგენლობაც ნელ-ნელა კარგი შეიკრა
ნუ კარში პრობლემა არაა - ბენალიო, სათადარიგოდ გრიუნი
ორივე ფლანგზე ძალიან კარგი მცველები ეყოლებათ
მარცხნივ - როდრიგესი, სათადარიგოდ შეფერი
მარჯვნივ - იუნგი, სათადარიგოდ ტრეში, ოხსი
ცენტრში - ნალდო, კნოხე, კლოზე, ლოპესი
ლოპესი გაუშვან და ერთი კარგი მცველი იყიდონ
იმედია, კნოხე პროგრესს გააგრძელებს
კლოზე სათადარიგოდ ცუდი არაა
ანუ დაცვაში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველია საყიდელი
ნახევარდაცვა
საყრდენი ზონა
ნუ აქ ერთი ადგილი გარანტირებულად ლუის გუსტავუ + ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მალანდა
მედოევიჩი ეგდოს ღრმა თადარიგში, პოლაკი გაუშვან
მარა ერთი კაი საყრდენი/რვიანი მაინც საჭიროა
გუარინზე იწერება, წესით არ უნდა იყოს წინააღმდეგი, ჰოდა ეგ დახატავდა გუნდს
ანუ აქაც ერთი კაი კადრი საკმარისი იქნება
შემტევი ნახევარმცველები
დე ბრუინი, პერიშიჩი, ვიეირინია, არნოლდი, კალიჯური
3 ადგილისთვის ცოტაა, თან კალიჯურის იმედი არ უნდა გქონდეს, სათადარიგოზე იჯდეს
ფოლანდი/ფირმინიოს ტიპის იყიდონ ვინმე, ფლანგზეც რომ ითამაშებს, 10-ზეც და მეორე თავდამსხმელადაც
ეს უკვე საკმარისი იქნება 5 კარგი კადრი + კალიჯური
იმედია, არნოლდი ზრდას გააგრძელებს
ანუ აქაც 1 კაი კადრია მოსაყვანი
თავდასხმაში - ოლიჩი შეზღუდული დროით + დიუფი მოდის უფასოდ
+ ამას, მე დოსტს გავყიდდი და ლასოგას ვიყიდდი
ანუ
-------------------ბენალიო--------------------------
-იუნგი---ნალდო------?????-----------როდრიგესი
-------------გუსტავუ-----
გუარინი--------------
--
ფოლანდი------დე ბრუინი----------პერიშიჩი----
--------------------
ლასოგა-----------------------
უახლოესი რეზერვი: გრიუნი, კნოხე, ტრეში, შეფერი, მალანდა, ვიეირინია, არნოლდი, ოლიჩი, დიუფი
ღრმა რეზერვი: ოხსი, კლოზე, მედოევიჩი, კალიჯური
ძირითადიც კაია, სკამიც, თან საკმაოდ დიდი არჩევანი..
24-25 კაცი გამოდის, ნორმალურია
ამისთვის სულ 4 ტრანსფერი ჭირდებათ კიდევ (დიუფს თუ არ ჩავთვლით)
1 ცენტრალური მცველი , სადღაც 12-15 მილიონის ფარგლებში
გუარინი, ალბათ სადღაც 15-18 მილიონის ფარგლებში
ფოლანდი 12-15 მილიონი
ლასოგა 10-12 მილიონი
50 მილიონი ალბათ ეყოფა

ცოტა ფულს ნაგვის მოშორებითაც იშოვიან, როგორც ჩიგერჩი გაყიდეს 1.5 მილიონად
+ დოსტს ერთ 7 მილიონად ხომ გაყიდიან თავისუფლად, ანუ დაახლოებით 40 მილიონის ხარჯი მოუწევთ
ეს გუნდი 4-ეულისთვის სერიოზულად იბრძოლებდა + ევროპა ლიგაზეც ბოლომდე გავიდოდა მონდომების და სწორი მუშაობის პირობებში
ერთი ამ ჰეკინგის არ მჯერა ბოლომდე, მარა არ გაუშვებენ და რა ვქნა..
სადაც ემერიმ მოიგო ევროპა ლიგა.....
This post has been edited by novartis87 on 22 May 2014, 16:31