მაგრად გამიხარდა შიურლეს ტრანსფერი
მაღალი დონის ფეხბურთელი, ახალგაზრდა, მარა უკვე საკმაოდ გამოცდილებით
თან გერმანელი
ესაა, რაც ვოლფსბურგს ჭირდებოდა
მიუხედავად დიდი ხელფასისა, ოლიჩის გაშვება მაინც არ მომეწონა, ზაფხულამდე ჯობდა, დაეტოვებინათ
მარა წესით 4ეულში ასეც უნდა დარჩნენ, თან დოსტი თუ ათამაშდა საბოლოოდ
იმედია, ევროპა ლიგასაც ბოლომდე მიაწვებიან
სხვა მხრივ ძალიან კარგი შემადგენლობა იკრიბება
ზაფხულში რამდენიმე კაი ტრანსფერი და ეგაა
მთავარია როდრიგესი-დე ბრუინი-გუსტავუდან არავინ გაუშვან თუნდაც დიდ თანხად
მეკარე გასაგებია, სათადარიგოდ გრიუნიც წავა
ფლანგებზეც ნორმალური სიტუაციაა
როდრიგესი, იუნგი, შაფერი, ტრეში, ოხსი.... მგონი საკმარისია
ცენტრში ნალდო-კნოხე... მშვენიერია, კლოზე სკამისთვის წავა... მარა ერთი მცველი უნდა იყიდონ ჩემი აზრით
საყრდენი ზონაა აუცილებლად გასაძლიერებელი....
გუსტავუ-გილავოგი კაია, მარა მით უმეტეს იმ საწყალი მალანდას სიკვდილის მერე, საყრდენი აუცილებელია
მე ძალიან მინდა მაინცელი გაისი იყიდონ
შემტევ ნახევარმცველებში ძალიან კარგადაა საქმე
ძირითადში პერიშიჩი-დე ბრუინი-შიურლე მშვენიერია
არნოლდი, ჰანტი, ვეირინია, კალიჯური ძალიან კარგი შემცვლელები
მარა ვეირინია და ჰანტი თუ გაუშვეს (რაზეც არის ლაპარაკი), მაშინ ასეთივე ან უკეთესი შემცვლელები აუცილებლად უნდა იყიდონ
თუ არადა აქ ხელის ხლება არაფერს უნდა ჩემი აზრით
და ნუ ცენტრფორვარდი უსიკვდილოდ
რომც გაიტანოს ბლომად გოლები ახლა დოსტმა, მაღალი დონის თავდამსხმელი აუცილებელია
ანუ თუ არავინ გაყიდეს, 3 კაცი ეყოლებათ საყიდელი
ერთი იაფი მცველი სათადარიგოდ
საყრდენი, მაგ. გაისი. ალბათ 10-12 მილიონი დაჯდება და ერთიც ცენტრფორვარდი... დახარჯონ თუნდაც 30 მილიონი
ლიგაზე ღირსეული გამოსვლა აუცილებელია
ლიგაზე გასულმა თან ასეთმა შეძლებულმა გუნდმა 40 მილიონი კი უნდა დახარჯოს თავისუფლად
სხვა მხრივ კი....... კნოხეს პროგრესი მაგრად მახარებს
და რათქმა უნდა დე ბრუინი