basti87ცნობილია რამდენ თანხას გამოყოფენ ამ ზაფხულს?
35-40 მილიონი რომ გამოყონ მშვენიერი გუნდის აწყობა შეიძლება
ჩემი აზრით მთავარია მაგათმა ხარისხიან კადრებზე გააკეთოს აქცენტი და არა ისეთებზე, რომლებიც დიდი რისკია რომ ვერ გაამართლებენ.. ჯეკოსავით 1000-ში ერთი გაუვარდება და ისევ ჯობია გარანტირებული ხარისხი ეძებოს
2-3 ფეხბურთელი იმ სტილში რომ მოიყვანოს როგორც რაული თავის დროზე. რაულის დონისას სად ნახავს, მაგრამ სიტყვაზე გრანერო, აფელაი და ასეთი კლასიანი ფეხბურთელები, რომლებიც გრანდებში სკამზე ზიან, რომ წამოიყვანოს თავიდან თუნდაც იჯარით.. მშვენიერი იქნება
+ ამას 2-3 ძვირიანი ტრანსფერი გარანტირებულ ხარისხში და სალიგო გუნდის აწყობა შეიძლება თავისუფლად
ჰოლანდია-საფრანგეთის ბაზარზე გააქტიურდეს ხარისხიანი კადრების კუთხით
თუნდაც იგივე იტალიიდანაც ხომ მოჰყავდა ხალხი.. მანდ მგონი საკმაოდ დაბალი ხელფასებია საშუალო გუნდებში და შეიძლება ნორმალური კადრების მოძებნა
იგივე ბასტა უდინეზედან და რავიცი სხვების მოძებნაც შეიძლება
ოლიჩზე გამახსენდა..... ჰამბურგი პეტრიჩს უშვებს მგონი და ეგეც რომ მოეყვანა მშვენიერი იქნებოდა... სამი ხორვატი მუშკეტერი
მაღალი კლასისაა პეტრიჩიც და გამოადგებოდა ვოლფსბურგს..... ეგ კაციც მინდა ბუნდესლიგაში დარჩეს
ეგ სამი ხორვატი..+ პოლტერი და მგონი საკმარისი იქნებოდა თავდასხმისთვის.. სისოკოსი და სიოსი დიდად არ მჯერა რავიცი
პირადად მე კიდე ის მინდა.. ცოტა გერმანელებზეც გააკეთოს აქცენტი... მაგალითად მარინი. გაიყინა ეგ ბიჭი ვერდერში და მგონი გარემოს შეცვლა უშველის
რამხელა კრეატივს შეიტანდა ვოლფსბურგში
კიდე ჰოფეს რუდი მომწონს ძალიან. ეს ჰოფენჰაიმიც სულ გაიყინა ერთ ადგილას, არადა რამდენიმე კარგი კადრი ჰყავთ, შეიძლება არჩევა
ან სულაც დიეგო დააბრუნოს, 10-ანის პრობლემა მოიხსნება
ცენტრალური მცველი ჭირდებათ და სანტანას მობეზრდა მგონი სკამის ხეხვა დორტმუნდში და მაგაზე უკეთესს ვის იპოვნიან
მოკლედ ბევრი ვარიანტია, მთავარია ხარისხზე გააკეთონ აქცენტი
-------------------
იმდენს ვფიქრობ ხოლმე გერმანული გუნდების შემადგენლობებზე და ტრანსფერებზე

ვეძებ შესაფერის კანდიდატურებს
ასე რომ არ ძუნწობდნენ და პასიურობდნენ ეს გერმანელი მენეჯერები, რამხელა პოტენციალია გერმანულ გუნდებში
იგივე შენ რომ დაწერე დორტმუნდის თემაში ბერბატოვზე,.... როგორ დაამშვენებდა რამდენიმე გერმანულ გუნდს, იგივე დორტმუნდს, ლევერკუზენს
და კიდევ რამდენი ეგეთი ვარიანტებია, მაგრამ არ აქცევენ ხშირად ყურადღებას ან ძუნწობენ : (
ისე, პოდოლსკი მინდოდა ვოლფსბურგში, მაგ ფასად ასეთი კლასის და გამოცდილების მოთამაშე ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ გუნდისთვის
ან ფარფანი თუ წავა შალკედან, მაგრამ ეგ გამორიცხულია,.... მაგათს გაურბოდა შალკედან და მაგასთან მივა?..

არადა არც ეგ კაცი მემეტება ბუნდესლიგიდან წასასვლელად.თან გუნდისთვის ფინანსური მოგების გარეშე