ძალიან მაგარია
თან ძალიან კარგ ფასად უყიდიათ
ეს ერთი მნიშვნელოვანი და კარგი ტრასნფერი დადეს, იმედია კარგად შეეწყობა ბუნდესლიგას და გოლების მანქანად ჩამოყალიბდება
კარგი იქნება ნარსინხსაც თუ მოიყვანენ ჰეერენვეენიდან... ისიც ძალიან ნიჭიერი ბიჭია და თან ეს ორი იდეალურად ყოფილა შეთამაშებული
თან ნარსინხი ამაზე იაფი უნდა ღირდეს წესით
გასტონ რამირესზეც იყო ლაპარაკი, ფეხბურთელის წარმომადგენელმაც დაადასტურა და ეგ თუ მოხერხდა, ძალიან მაგარი იქნება
მანდედან ერთ-ერთი თუ მოიყვანეს, + დიეგო დაიბრუნეს.... კრეატივის პრობლემა დიდწილად გადაჭრილია
მაგ ორს + ვიეირინია და დეჟაგა.. ნორმალურზე ბევრად უკეთესია, მაგრამ ჩემი აზრით ერთი კარგი შემქმნელი კიდევ საჭიროა
ვინმე უფრო ფლანგის თავდამსხმელი
მანჯუკიჩი თუ მიდის.... სამი კარგი თავდამსხმელი რჩება... ეს დოსტი, ოლიჩი და ჰელმესი
ერთიც საჭიროა ჩემი აზრით, მაგრამ არა აუცილებელი, თუ ზემოთხსენებული ხალხის კალიბრის მოიყვანეს ვინმე
საყრდენზე ერთი ადგილი ტრეშს და იმედია ფლანგის მცველად აღარ გადააქცევს; მეორე საყრდენად კი ვინმე მაღალი დონეა საჭირო ჩემი აზრით
ჟოსუე და ირაჩეკი სათადარიგოდ წავა, ძირითადს ვერ ვანდობდი მაგათის ადგილზე მაგათ
ორი კარგი საყრდენია საჭირო სამ შემტევს თუ დიეგო ამოუდგა უკან
დაცვაშიც პრობლემებია
მარცხენა ფლანგი კარგადაა დაკომპლექტებული.... როდრიგესი და შაფერი
მარჯვნივ კი ვინმეა მოსაყვანი..... მერამდენედ ვამბობ და
ბეკი! გადაჭრიდა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ; აღარ იქნებოდა ტრეშის ჩამოწევა საჭირო; რატომ არავინ იმჩნევს ამ ბიჭს ერთი ეგ გამაგებინა
ცენტრში მინიმუმ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელია საჭირო
სანტანა აღარ გამოდის და სხვა ვარიანტია საძებნი. მაგალითად დუგლასი
ერთი მაღალი დონის ცენტრი რომ დადონ, მეორედ ჯანდაბას ავიტანთ ფელიპეს... მე დიდი იმედი არ მაქვს მაგის, მაგრამ იმედია ვცდები
რამდენიმე კარგი ტრანსფერი და ძალიან კარგ, საინტერესო გუნდს მივიღებთ
მთავარია ხარისხზე გააკეთოს აწი აქცენტი მაგათმა!
გერმანელებია მოსამატებელი გუნდში, ძალიან ინტერნაციონალური შემადგენლობაა
სათადარიგოდ ებერტი არ იქნებოდა ჩემი აზრით ცუდი
ან ჰამბურგელი იანსენი, უფასოდ თუ წავა HშV-დან...
სკამზე ასეთი ხალხი არცთუ პატარა პლიუსია
This post has been edited by novartis87 on 1 Jun 2012, 16:02