არსენალის ლეგენდამ, იან რაიტმა არსენალის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
” არსენალი მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც კლიშია არსენალი არ არის საკმარისად კარგი გუნდი.
მინდა ვენგერმა განახორციელოს ისეთივე ტრანსფერები, როგორსაც ჟოზე მოურინიო ახორციელებდა ჩელსიში და ანდრე ვილაშ-ბოაშიც აპირებს. ასეთივე მხარდაჭერა აქვს სერ ალექს ფერგიუსონს მანჩესტერში.
მაინტერესებს რას აკეთებს იგი ამასთან დაკავშირებით.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვენგერს გარკვეული დრო დასჭირდება მოსაფიქრებლად, შემდეგ კი მოულოდნელად საფრანგეთიდან ან ესპანეთიდან მოიყვანს ფეხბურთელს, როგორც აქამდე გვსმენია.ფაბრეგასმა ნათლად განაცხადა, რომ არსენალი კონკურენციას ვერ გაუწევს მეტოქეებს სატრანსფერო ბაზარზე.
ჩემი სურვილია რამოდენიმე ტრანსფერი განხორციელდეს.
გუნდში მოიყვანეთ მაიკლ ესიენის მსგავსი ფეხბურთელები. დააბრუნეთ ის კარგ ფორმაში და ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თან თქვენ მოიყვანდით ფეხბურთელს არსენალის ერთ-ერთი მეტოქე გუნდიდან, უბრალოდ მდინარე ტემზის მეორე ნაპირიდან.
შემდეგ მიადექით ჯო ჰარტსა და ვინცენტ კომპანის და გაიმაგრეთ ზურგი მანჩესტერ სიტიზე.”
* * *
ბენზემაში 27 მილიონ გირვანქას იხდისო ვენგერიო

რამ გამოასირა ამხელა კაცი

ბლექბერნმა მგონი მონაკოს ცენტრალური მცველი იყიდა და ალბათ სამბას ვიყიდიეთ ჩვენ და ალბათ კეჰილს აღარ
This post has been edited by gun_barnaba on 7 Jul 2011, 15:10