
გთავაზობთ 11 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს არსენალის ისტორიის მანძილზე, რომელიც არსენალის გულშემატკივარმა უნდა იცოდეს.
1. 2003/04 სეზონში არსენალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა. მან სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარა. საერთო ჯამში მათ 49 მატჩი ჩაატარეს დაუმარცხებლად. წაუგებელმა სერიამ სტარტი 2002/03 სეზონის ბოლო ნაწილში დაიწყო და 2004/05 სეზონის პირველ ნაწილში დასრულდა.
2. არსენალის მაისურით ყველაზე მეტი მატჩი დავიდ ოლირს აქვს ჩატარებული. იგი არსენალში 1975 წლიდან 1993-მდე თამაშობდა და ამ დროის მანძილზე 722 მატჩი ჩაატარა.
3. არსენალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი ფრანგი ფორვარდი, ტიერი ანრია. რომელმაც 369 შეხვედრაში 226 გოლის გატანა მოახერხა.
4. 1913 წელს არსენალმა მხოლოდ ერთ საშინაო მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ეს არის ერთადერთი სეზონი, როდესაც არსენალი ქვედა ლიგაში გადავარდა.
5. არსენალმა ინგლისის თასი 10-ჯერ მოიპოვა - 1929–30, 1935–36, 1949–50, 1970–71, 1978–79, 1992–93, 1997–98, 2001–02, 2002–03, 2004–05 სეზონებში.
6. არსენალის ისტორიაში ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი ტედ დრეიკმა გაიტანა. 1935 წლის დეკემბერში ასტონ ვილას მან 7 გოლი გაუტანა.
7. ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც არსენალის მაისურით გოლი გაიტანა, არსენალის მოქმედი კაპიტანი, სესკ ფაბრეგასია. 2003 წლის დეკემბერში მან ლიგის თასის მატჩში ვულვზს გაუტანა გოლი. ამ დროს ის 16 წლისა და 212 დღის იყო.
8. არსენ ვენგერი გახდა პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც პრემიერშიპის თასი მოიპოვა 1997-98 სეზონში.
9. 1993 წელს არსენალი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ლიგის თასი და ინგლისის თასი ერთდროულად მოიპოვა.
10. 2010 წლის 31 იანვარს, როდესაც ერთმანეთს მანჩესტერი და არსენალი ხვდებოდა, პირველად გაუშვეს საფეხბურთო მატჩი პირდაპირ ეთერში 3D ფორმატში.
11. არსენალი არის პირველი და ერთადერთი ბრიტანული კლუბი, რომელმაც ორივე მილანურ კლუბს, ინტერსა და მილანს სან სიროზე მოუგო. 2003 წლის 25 ნოემბერს მეთოფეებმა ინტერი 1-5 დაამარცხეს, ხოლო მოგვიანებით, 2008 წლის 4 მარტს მილანი დაამარცხეს ანგარიშით 0-2.
This post has been edited by levaa on 7 Jul 2011, 19:58