იმიტომ რომ სხვა კომპონენტში ვიყავით სუსტი, კონკრეტულად დაცვაში, სკილაჩი, ჯურუ, კოშელნი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოჯმებში, გოლის გატანის ტრაკი ყოველთვის გვქონდა, და იმიტომ ვართ ეხლა 4ეულში რომ სწორად ნასრი, ფაბრეგასი და ვან პერსი გვყავდა თორემ საერთოდ გავარდებოდით პრემიერლიგიდან.
თუმცა უკვე ხელფასზეც აღარაა საუბარი, ხალხი გარბის, 6 წელი არაფერს ვიგებთ, თან შეგნებულად, როცა საჭიროა გაძლიერება, პირიქით ვასუსტებთ გუნდს.
ეხლა რომ წამყვანებიდან არავინ გაუშვას, კეჰილის დონის მცველი და საყრდენი დაამატოს, წარმატება არის გარდაუვალი, მაგრამ როგორც ჩანს იგივე პოლიტიკა მეორდება და აზრი აღარ აქვს ბალეშიკობას, მე პირადად ეგრევე ვიკიდებ სატრანსფერო პერიოდს როგორცკი ნასრის გაუშვებენ და სანაცვლოდ ვალბუენას მოიყვანენ, და ფაბრეგასის მაგივრად კიდე ალვარესს.
ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობას ტიტულების ამბიცია არ აქვთ

უფროსწორად ტიტულები უნდათ მაგრამ ფულის კეთება უფროა პრიორიტეტი