” მე ველოდები, რომ მანჩესტერის მთავარი კონკურენტები ჩელსი და სიტი იქნებიან. არსენალს კი მხოლოდ მოტყუება შეუძლია.
შესაძლოა ისინი ყველაზე მიმზიდველ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ისინი ასეთი თამაშით ყოველთვის ვერ აღწევენ ისეთ შედეგს, როგორიც სურთ.
ნამდვილად არ მაღიზიანებს, როდესაც ხალხი ამბობს, რომ ის საუკეთესო კლუბია, რადგან როდესაც ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ თამაშებს ვიგებთ.
ისინი ნამდვილად თამაშობენ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს, მაგრამ რა აზრი აქვს მას, თუ ვერაფერს იგებ? ესეც რომ არა, მათ შეიძლება წამყვანი ფეხბურთელები, ფაბრეგასი და ნასრი დაკარგონ” - განაცხადა სქოულზმა
* * *
როგორც ჩანს დიეგოს უშვებენ გუნდიდან და ახალი გუნდი მოძებნოსო... ეძგერე არსენ ალვარესს მაინც ვერ იფორმებ
* * *
ლონდონის “არსენალიდან” გაელ კლიშის წასვლის შემდეგ, “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის უმთავრესი სამიზნე ალი სისოკო გახდა. ფრანგული “ლიონის” 23 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესი ვენგერმა უკვე ჟურნალისტებსაც დაუდასტურა.
სისოკოს ევროპული სააგენტოები ნისლიანი ალბიონის პერსპექტივას აქამდეც უწინასწარმეტყველებდნენ და რომ არა “ლივერპულის” ევროთასებს მიღმა დარჩენა, ალბათ უკვე ამ კლუბის წევრიც იქნებოდა. ახლა კი “არსენალის” ვარიანტი გახდა.
footybunker.com-ის ცნობით, ვენგერი “ლიონის” ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში მიმართავს. ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 9-11 მილიონ გირვანქას სტერლინგს შეადგენს.
მინაწერი: არსენ ვენგერმა გაელ კლიშის შემცვლელი მოუძებნა