უი დასრულდა სერიალი

134 სერიის ბოლოს სიკეთემ იზეიმა ბოროტებაზე მიუხედავად ბოროტი ჟოზეს შელოცვისა.
ეხლა პარარელური სერიალი სახელად 'ბოროტი არსენა და ჭაბუკი სესკის ფარული ვნებების"-ის ფინალი შეგვიძლია მომავალ წლამდე გადავწიოთ.
მოკლედ სანამ პეპე ლონდონში არ ჩავა და კატალონურად არ უმღერებს იავნანას ჩრდილოეთში გატაცებულ ჭაბუკს და ეს უკანასკნელი არ ამოიბღავლებს მამა, მანამდე ჩვენი საშველი არ არის.
დასაბუთებული ეჭვი მაქვს რომ ბოლოს საინტერესო რაღაცეები გაირკვევა კიდევ.
მაგალითად ვენგერი მაურინიოს დედაა, რომელმაც შემდეგ სქესი შეიცვალა რადგან ქალი მწვრთნელი კარიერას ვერ გაიკეთებდა.
ხოლო ჩვენი პეპე და ჟოზე ძმები არიან, ორივეს მამა ბობი რობსონია. ოღონდ დედები ყავთ რა თქმა უნდა სხვადასხვა.
პეპემ რო გაარკვიოს ვისი შვილია დნმ-ის ტესტი უნდა ჩაიტაროს.
ორი ვარიანტია: ლუის ვან გალი და იოჰან კრუიფი
თქვენი არ ვიცი და მე უკვე ცხვირსახოცებს ვიმარაგებ უნდა ჩავუჯდე