ოსკარ ნებრედა, ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი

კარიკატურისტი იყო, 65 წლისაა და ბარსაზე ერთი ორი სიტყვა თქვა, ცნობილი ფანია
გვარდიოლა დრიმთიმიდან ერთადერთი იყოო ვინც წიგნს ხელში იღებდაო

სხვები კარტს თამაშობდნენ და ეს სულ კითხულობდა გაგიჟდებოდი კაციო, მარტი ი პოლს (პოეტი)

თუ კირკეგორსაო
ამ პატივისცემულს მიაწერდნენ ზოგჯერ ფრაზას ,,შეგიძლია გამოიცვალო ცოლი ან მანქანა, მაგრამ არა გუნდი", ჩემი არააო მაგრამ ვეთანხმებიო, ნუ ახლა 6 თასის ფანობა წამოვიდაო, მაგრამ არიანო ნამდვილი კულეები, გამოიცვალეო სახლი, მეგობრები, სამუშაო და თუ გინდა ქვეყანაც : D მარა გუნდი, მისი ფერები არაო, საერთოდო ,,მეს კე უნ კლუბ" ზუსტად გამოხატავსო ჩვენს ისტორიულ/პოლიტიკურ/სოციალურ ამბებში : D ასე რომ რაც გინდა ის შეიცვალე კლუბის გარდაო
სოსიო არ მინდოდა არასდროს ვყოფილიყავიო, როგორც პროფესიონალს შეიძლება ხელი შეგიშალოსო აზროვნებაში ანუ : D დროც არ მქონდაო, რომ მქონოდა ჩრდილოეთ ტრიბუნას მივაშურებდი იქ არიან მაგდებიო
ადრე სხვა იყოო მაინც, ახლა კრაკოვიას დროაო, მე არ მომწონს ეგეთი უმორიო, პოლიტიკურად კორექტული. სევილიაში გვყავდაო განათხოვრებული უნსუე, მადრიდს პენალტი აუღოო, თვით იმას, უგო სანჩესს და ყველა კულე უხამს ჟესტს აკეთებდაო (რაც სანჩესმა გვანახა : D იქამდე) ხოდა ჩემი კარტიკატურის გმირს (ცნობილი ფიგურა ხორდი კულე, ტრაგიკული : D პერსონაჟი, ბევრი საწყენი ქონდა და ცოტა გასახარი, ბარსას ანალოგი) მაგას უკეთებდა მეორე დღესო მადრიდს ელ პერიოდიკოდან, მადრიდი ბევრს მაკრიტიკებდა მაგრამ ზუსტად ეგ იყო კარგი, გულში მოვარტყიო : D ე.ი. ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებდიო
ნუ ახლა რაღა დროსია, აღარ ვარ ისეთი ფანიო, რაციონალური ვარო, დისტანცია უნდა გქონდეს რომ სწორად შეაფასო და ახლა მოვლენაო
კერპები არ მყოფლიაო, ჩემმა პროფესიამ მასწავლა არ არსებობენო, სანამ მუშაობა დავიწყე ჩვეულებრივი ფანივით ვიყავიო, გატაცებული და ემოციური, მაგრამ შემდეგ როცა ანალიზს იწყებ, აღარ, ვინაიდან იცი რას რა უდევს საფუძვლად
რა ჭირად მინდოდა ახლა ამას რომ ვწერდი
სანამ ორ უცნობ გმირზე, ესპანიოლი-ბარსას ერთადერთ ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორ სამპედროზე და ,,ბარსას ისტორიაში უდიდეს ბრიტანელ" შოტლანდიელ ბომბარდი პატულიოზე დავწერ, ეს ისტორიისმაგვარი მოვყვეთ : D
1924 წელი იდგა : D და ბარსა აღნიშნავდა თავისი დაარსების 25 წლისთავს თუ რაცაა, ხოოდა გალიეს კატალონიის ჩემპიონატი, მთავარ მტერს იმ დროს ეუროპას აჯობეს რბოლაში, ესპანეთის ჩემპიონატში კი (კოპა დელ რეი მაშინ ჩემპიონატად ითვლებოდა და ეგრეც ერქვა) აჯობეს დანარჩენ გუნდებს, ფინალში ბასკურ არენას გეჩოს და დუბლი შეასრულეს
ბოლოს უკვე დანიშნეს ამხანაგური თამაში, 1925-ის ივნისში იუპეტერთან (ნუ იქამდეც რამდენიმე ითამაშეს) და უნდა ყოფილიყო იქაური ფოლკლორის ზეიმი : D Orfeó Català-ს საპატივცემლოდ, ხოდა ამ თამაშში ნებართვა არ ქონიათ მთავრობის, მთავრობის ნებართვა რაში იყო საჭირო ეგი არ ვიცი, ამ თამაშში ესპანეთის ნაციონალურ ჰიმნს უსტვინეს, მთავრობა განრისხდა, დიქტატორ პრიმო დე რივერას ხელდასხმულმა გენერალმა (იქამდე მეფისკაცი, რეალს სამეფო რომ დაარქვა ხო იმ მეფისა : D ვერ ვარ მე) სტვენის გამო 5 თვიანი დისკვალიფიკაცია ააკრა ლეს კორტს, კლუბი კი უბრალოდ ,,დახურეს". იმ პერიოდში ანტი-კატალონისტები მძვინვარებდნენ და ზევით ნახსენები ორფეო კატალაც აკრძალეს, გაზეთები და საერთოდ ყველანაირი კულტ-ღონისძიებები. გამპერი გადაირია ეს რა ქვეყანააო დატოვა იქაურობა და ჩემდათავად კიდე აქ ჩამომსვლელის დედაო, ნუ დაჭერაც უნდოდათ და გაიქცა ასე ვთქვათ. რეალი საფრთხე შეიქმნა კლუბის საბოლოო გაუქმების. მიუხედავად იმისა რომ თვეები ფეხბურთი არავის ეხილა, მობილიზდა ხალხი, სოსიოები, კლუბის წევრები შუამდგომლობებით ჯერ დისკვალიფიკაცია შეამცირებინეს, შემდეგ კლუბიც აღადგინეს 1926-ში, ახალი პრეზოც აირჩიეს და რეალს გასვლაზე 5:1-იც მიართვეს. კლუბის მაშინდელი გადაღჩენა უბრალო ჩვენსავით : D ხალხის დამსახურებაა და იმავე ხალხმა შემოგვინახა მაშინდელი თავისი გმირობის დოკუმენტალური დადასტურებაი :| ეს ციტირებაა და აზრობრივად ვერა, ხო, ასე
მიმაგრებული სურათი