მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომწონს ეგ ხოლანდიელი უნდა ვაღიარო რომ განვლილი სეზონი მაგრად გააცუდა.
ამ წუთას მე მაგალითად მას არანაირად არ გავცვლიდი მეიერლეშში!
(ისე გულის სიღრმეში ეხლა მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობ მის შესახებ რომ ოღონდ იმ საძაგელ კლუბის წევრი არ გახდეს.)
ისე პროგნოზირება მეტად უხერხულ სიტუაციებში ჩააგდებს ადამიანს ხშირად მეც ისევე როგორც ყველა დანარჩენს.
როდესაც აქ სუარესი გადმოჰყავდათ ეხლა გამოგიტყდებით და ოდნავ არ მომწონდა ეს ამბავი რადგანაც ჩემს ზოგად პროგნოზებში ის არანაირად არ ჯდებოდა ამ გუნდში.
არადა თურმე რამხელა იაღლიში მომდიოდა!
ეხლა რამდენიც არ უნდა ისაუბროს კაცმა იმის თაობაზე რომ მესი ძალიან სერიოზული მობურთავეა და რამე ერთი კია აი კოპა ამერიკაზე ყველაზე დიდი სარგებელის მომტანი ფეხბურთელი სწორედ ეს ოხერია და არა მესი ან ის ზედმეტად გამარიაჟებული ნეიმარი. ესეა თუ ისეა ძალიან დიდი შანსია რომ სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით ვიხილოთ ის უკან დაბრუნებული!
მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ურუგვაის მხოლოდ 50 წლის გამო თუ ვცემდი ოდნავ პატივს ამ კაცს მაინც წარმატებას ვუსურვებ ფინალში!
(მძულს და მეზიზღება მათი 10 ნომერი!)