#26370557 · 8 Jul 2011, 22:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SIDCFCისე სიმართლე ვთქვა მართლა ველოდი კენის მოსვლის შემდგომ რომ აქ ბრიტანული კუთხით შემოტრიალდებოდა სიტუაცია. ეხლა კონტინენტიდან ჩამოყვანილი მართლაც ღირებული ფეხბურთელები არც ერთ კლუბს არ აწყენს და ეგება ფანტასტიური შემადგენლობაც კი ჩამოაყალიბოს ადამიანმა თუნდაც მხოლოდ მათზე დაყრდნობით მაგრამ კენისაგან ამას იდეაშიც არ ველოდი. კენისაგან რასაც ველოდი ჯერ სწორედ ისე მიდის სიტუაცია ერთი აი ის ვერ გავიგე პატარა ფორვარდი რატომ გაატანა სანდერლენდს. ეხლა დაუნინგზე ახირება არ ვიცი რას მივაწერო რადგანაც ჩემი სიმპათიები ადამ ჯონსონისკენ იხრება თუმც კენის ხედვა აქ სხვაგვარაია როგორც ჩანს. ამ კაცის გვარი იმდენად ხმამაღლა ხმაურდება რომ მატაზე ფიქრს საერთოდ აზრი აღარ აქვს როგორც ვხვდები. ჰა და ჯანდაბას იყოს დაუნინგიც. აქ ამ ფორუმში თავის დროზე ერთი წესიერი უზერი ბინადრობდა კინგალანას ნიკით და მუდამ აკრიტიკებდა იმ სიტუაციას აი როდესაც ამ გუნდში ხშირად მხოლოდ ერთი ჰა ორი ინგლისელი იყო ხოლმე მინდორზე. თავის დროზე ჯონჯო შელვის გადმოსვალც კი გაგვიხარდა ესაო და ინგლისელს იმატებს გუნდიო და ამ დროს იქვე გვამცნო რომ ირანელის წარმონაქმნია და ტყუილად ხარობთო. მოკლედ წარმატების გარანტია არც ინგლისელების სიუხვეა და არც მათი არ ყოლა გუნდში მთავარია სწორედ შეარჩიოს კადრი მწვრთნელმა. აქ უფლებას დავიტოვებ რომ ბოლომდე ვენდო კენის! რაც შეეხება სხვა კლუბებს მათი შეფასებისაგან ჯერ თავს შევიკავებ რადგანაც სატრასნფერო ფანჯარა კარგა ხნის შემდგომ იხურება და ათასი რამ შეიძლება გაჩარხონ. ხოდა რა იქნება ამ მომენტში ვერ ვიტყვი. juvetifozi QUOTE | არადა მართლა სერიოზულად გაძლიერდა ლივერპული. |
ამ გუნდის სერიოზულ გაძლიერებას მე სწორედ ჩარლი ადამის მოყვანას მივაწერ პირველ რიგში. ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს და ამას წინათ Mersisaidman ლამაზად ჩამოაყალიბა მოსაზრება რომ ადამი ამ გუნდისთვის ეგება მესიზე ძვირფასი იყოს-ო! არ შემიძლია იდეაში არ დავეთანხმო რადგანაც სწორედ ამ პოზიციას ესაჭიროებოდა უპირველეს ყოვლისა მიხედვა! პლუს ამის შედგომ თმები ყალყზე დგება როდესაც უკვირდები რა სათადარიგო სარეზერვო ვარიანტი და რამხელა ოდენობით შეიძლება იყოს მწვრთნელის განკარგულებაში. აი ერთი კარგი მარცხენა მცველი და სარეზერვოდ ნორმალური ფორვარდიც თუ დაიმატეს მაშინ მართლა სერიოზულად შეიძლება იწოდოს მოღვაწეობა ამ სატრასფერო პერიოდში. nikato-nikatoQUOTE | საიდან მოიტანეთ რო ადამ ჯონსონი გადადის ლივერპულში? |
არც არაფერი არ მოგვიტანია ჩვენი სურვილის გარდა.(რომელიც შესაძლებელია რეალობად იქცეს კიდეც)
QUOTE | რეზერვებში ჩავიყვანთ და ლივერპულში არ გადავუშვებთ |
ჯერ ერთი რატომღაც მგონია რომ ლივერპული MU-საგან ვერ განგისხვავებია.(ამ მიდგომით შეიძლება MU-ში არ გაუშვან სიტის წარმომადგენლებმა ფეხბურთელი და არამც და არამც ლივერპულში.) მეორეც ჩვენ სურვილებზე რომ იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ ფეხბურთელის გადაბარგება ამა თუ იმ კლუბში ოოოოოჰ რა იქნებოდა.
--------------------
არასამთავრობო, არადარეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია 'დანარჩენ მოქალაქეთა კავშირი'-ს რიგითი წევრი. http://www.youtube.com/watch?v=eXaiPRjDqDc&feature=related
|