პედრო ლეონი და დრენტე არ გაფრინდებიან ლოს-ანჯელესში
ახლოვდება ახალი სეზონი და მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. სამშაბათს გუნდი ლოს-ანჯელესში მიფრინავს და პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, რომელი ფეხბურთელიც მას არ სჭირდება, არ წავა შეკრებაზე.
ეს გახლავთ პედრო ლეონი და დრენტე. ასევე ორი ფეხბურთელი არ წავა ამ შეკრებაზე. გაგო კოპა ამერიკის გამო და სერხიო კანალესი 20-წლამდელთა ტურნირის გამო.
თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამ ორ ფეხბურთელს არ იახლებს, სანამ მათი მომავალი არ გადაწყდება.
პედრო არ შედის ჟოზეს გეგმებში. ალტინტოპის და კოენტრაოს მოსვლის შემდეგ კი, საერთოდ შემცირდა ესპანელის ძირითადში მოხვედრის შანსიც. ერთადერთი შანსი პედრო ლეონს გუნდის დატოვება აქვს. "მურსია" ინტერესდებოდა მისით, მაგრამ მან უარი განაცხადა იქ გადასვლაზე, რადგან "რეალში" დარჩენა სურს.
სერხიო კანალესით მრავალი გუნდი ინტერესდება. უკანასკნელი ფრანგული "ლილი" გახლავთ. საფრანგეთის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერება სჭირდება. ასევე ახალგაზრდა ესპანელის გადაბირება "ასტონ ვილას", "ევერტონს", "ვოლფსბურგს", "შალკეს" და "ვილიარეალს" სურთ. მცირე შანსია იმისა, რომ კანალესი ესპანეთის დედაქალაქში დარჩეს.
დრენტეს სიტუაცია ერთ-ერთი რთულია. თუმცა, ჰოლანდიელი ცალი ფეხით "ბენფიკაშია".
გაგოს მომავალი საერთოდ გაურკვეველია.
სრულად:
http://madridista.ge/news/4314-bbbbb-bbbbb...yibbbbbyob.html