ნეიმარი:"სანტოსში" დარჩენა მსურს"
"სანტოსის" ფორვარდმა ნეიმარმა, რომლითაც აქტიურად ინტერესდება მადრიდის "რეალი", განაცხადა, რომ ახლანდელ კლუბში სურს დარჩენა, მიუხედავად ფეხბურთელის აგენტის განცხადებისა, რომ მისი კლიენტით სერიოზულად ინტერესდება "სამეფო კლუბი".
ხმები ნეიმარის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც "ბლანკოსმა" თავისი წარმომადგენლები გაგზავნა ბრაზილიაში იმ მიზნით, რომ ვაგნერ რიბეიროსთან ერთად განეხილათ ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი.
"სანტოსში" დარჩენა მსურს. ამჟამად ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. არ ვიცი რა ხდება ბრაზილიაში და მის ფარგლებს გარეთ" - განაცხადა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე.
"არ ვსაუბრობ მამაჩემთან და ჩემს აგენტთან. ისინი ჩემი საქმეებით არიან დაკავებულნი. პირადად არაფერი ვიცი. ჩემი სურვილი იმაში მდგომარეობს, რომ "სანტოსთან" ერთად მოვიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი".
Globoesporte-ს ცნობით, "რეალის" ვიცე-პრეზიდენტი ფერნანდო ტაპიასი სამშაბათს ვაგნერ რიბეიროს შეხვდა, რათა განეხილა ნეიმარის "სამეფო კლუბში" შესაძლო ტრანსფერი.
რიბეირომ დაზუსტებით განაცხადა, რომ 19 წლის ბრაზილიელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულებამდე არ დატოვებს გუნდს. ასევე აგენტს ზუსტად არ უთქვამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნეიმარი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.
"ყველაფერი აგვისტოში გადაწყდება: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში" - განაცხადა რიბეირომ. "მაგრამ შემიძლია გარანტია მოგცეთ, ნეიმარის მთავარი მიზანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშია".
"მაინცდამაინც, თუ "რეალი" ან სხვა რომელიმე კლუბი გადაიხდის აუცილებელ თანხას, გადაწყვეტილება მაინც ფეხბურთელზე იქნება. კოპა ამერიკის შემდეგ, ის თავის გადაწყვეტილებას გაგვაცნობს".
ადრე "სანტოსის" პრეზიდენტმა ლუის ოლივეირამ განაცხადა, რომ ნეიმარით "ბარსელონაც" ინტერესდება. ფეხბურთელის აგენტმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ კატალონიელებისგან სერიოზული ინტერესი არ ყოფილა.
"მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" მზად არიან ფეხბურთელისთვის აუცილებელი თანხა გაიღონ, მაგრამ კატალონიელები არ არიან წინააღმდეგნი, რომ ნეიმარი ერთი სეზონით ბრაზილიაში დარჩეს, როცა "რეალს" ის ახლავე სჭირდება. მოურინიო უკვე ხედავს ნეიმარს თავის გუნდში" - განაცხადა რიბეირომ გამოცემა Lancenet-თან ინტერვიუში.
სრულად:
http://madridista.ge/news/4283-bbbbbbbbbbb...bbbb-bbbbb.html