აუ ფერგიმ და გილმა ან ერთი რამე თქვან ან გაჩუმდნენ ! ჯერ იძახდა ფერგი დიდი ტრანსფერი იქნებაო, მერე მოვრჩით ტრანსფერებსო, ეხლა გილი ამბობს დიდი ტრანსფერი იქნებაო
“მანჩესტერ იუნაიტედის” სპორტული დირექტორი დევიდ გილი გუნდის მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მიმდინარე ზაფხულში კლუბი მსოფლიო დონის კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს.
მანჩესტერელები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობდნენ და დავიდ დე ხეა, ეშლი იანგი და ფილ ჯონსონი შეიძინეს. მოსალოდნელი იყო, რომ “იუნაიტედი” პოლ სქოულზის ნაცვლად, რომელმაც კარიერა დაასრულა, კიდევ ერთ მოთამაშეს შეიძენდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფერგიუსონმა ეს მოსაზრება უარყო.
თუმცა, დევიდ გილმა განაცხადა, რომ კლუბს სატრანსფერო კამპანია არ დაუსრულებია.
“გასულ სეზონში ედვინ ვან დერ სარმა გვაუწყა, რომ კარიერას ასრულებდა და მეკარის შეძენა წინასწარ დავგეგმეთ. სხვა ახალ ფეხბურთელებს რაც შეეხება, უბრალოდ, არსებული შესაძლებლობებით ვხელმძღვანელობდით.
შედეგად, სამი მოთამაშე შევიძინეთ და კიდევ ერთი გვინდა. ჯერჯერობით არაფერი მომხდარა, რადგან აჩქარება საჭირო არ არის. ვნახოთ, რა მოხდება, როდესაც ამერიკული ტურნედან დავბრუნდებით. კონკრეტული პოზიციიის გაძლიერება გვინდა და ორ-სამ კანდიდატურას განვიხილავთ, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ წინ არ წავსულვართ.
საუცხოო გუნდი გვყავს და მასში ახალი ფეხბურთელი რომ მოხვდეს, მსოფლიო დონის მოთამაშე უნდა იყოს. თუ ვერ შევძლებთ სასურველი მოთამაშის შეძენას, მაშინ სხვა უსარგებლო ტრანსფერს არ განვახორციელებთ.
არასოდეს იცი, რა გელის – აგვისტოში ყოველთვის ბევრი მოძრაობაა. ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებულზე ვმუშაობ, მაგრამ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, როდესაც კერინგტონში დავბრუნდებით”, – ციტირებს გილის სიტყვებს MUTV.
ნეტავ სნეიდერი იყოს რა