ფერგი:"უცნაური მატჩი იყო"...
სერ ალექს ფერგიუსონმა დღეს გამართულ მატჩს „სიეტლ საუნდერსის“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა შეგირდებმა 7-0 მოიგეს, „უცნაური უწოდა“.დღეს იუნაიტედმა ძალიან ადვილად მოახერხეს მატჩის მოგება მიუხედავად პირველ ტაიმში გატანილი მხოლოდ ერთი გოლისა,მეორე ტაიმში ამერიკელებს გოლების კორიანტელი დაატეხეს თავზე.
„არ ვფიქრობ,რომ გოლების რაოდენობა შექმნილი მომენტების რაოდენობასთან შედარებით ლოგიკური იყო.პირველ ტაიმში „საუნდერს“ ორი თუ სამი კარგი მომენტი ჰქონდათ თუმცა აღსანიშნავია ანდერსის ჩვენი მეკარის ორი ბრწყინვალე სეივი.“-განაცხადა ბოსმა.
„პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.ამერიკელთათვის „მომაკვდინებელი“ გოლი იყო მეორე (დიუფის გოლი), რომელიც კონტრ-შეტევიდან გავიტანეთ.ამან თამაშის გახსნის საშუალება მოგვცა.ამას დაუმატეთ ისიც,რომ მეორე ტაიმში ჩვენმა ახალგაზრდა მეკარე ბენ ამოსმა, სამი ბრწყინვალე სეივი გააკეთა.“საუნდერსს“ რამოდენიმე გოლი უნდა გაეტანა.ნამდვილად უცნაური მატჩი იყო.“
უეინ რუნიმ მეორე ტაიმში ჰათ-თრიკი შეასრულა,ამასთან მიმდინარე ტურნეზე მისი პირველი გოლიც იყო, სერ ალექსმა ეს ყველაფერი უეინის დაუღალავი ვარჯიშით ახსნა.
„უეინისთვის ბრწყინვალე მატჩი იყო მან სამჯერ მოახერხა გატანა.მადლობელი ვარ მისი და ყველასი ვინც გოლის გატანა მოახერხა.სამი გოლი უეინისთვის ბრწყინვალე სეზონს მოასწავლებს.იგი კარგად და დაუღალავად ირჯება ვარჯიშზე,შედეგიც სახეზეა.“-დაასრულა ფერგიმ.
Link http://www.manutd.com/en/Tour-2011/Tour-20...range-game.aspx