ძალიან მაგარი სტატია არის გირჩევთ წაიკითხოთ


მალე 25 წელიწადი გავა,რაც სერ ალექსი "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობს.შოტლანდიელმა სპეციალისტმა ,რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა აღიარებული იყო ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიაში.ფერგიუსონი "მანჩესტერს" 6 ნოემბერს 1986 წელს ჩაუდგა სათავეში და პირველ მატჩში "ოქსფორდ იუნაიტედის" წინააღმდეგ დამარცხდა 0-2.მაგრამ მან თავისი გუნდი გააძლიერა და თავის პირველ მთლიან სეზონში1987/1988 გუნდი მეორე ადგილამდე მიიყვანა.თავისი პირველი ტიტული მწვრთნელის რანგში სერ ალექსმა 1990 წელს ასოციაციის თასი მოიგო.ამის შემდეგ,"იუნაიტედი" შეუჩერებელი გახდა.მათი მიზანი იყო პირველობიდან ჩამოეგდოთ "ლივერპული"."იუნაიტედს" ეს გამოუვიდა,ისინი გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მიდიოდნენ,ტიტულიდან ტიტულამდე."ლივერპულს" კი პრობლემა პრობლემაზე ქონდა.როდესაც შენ ესეთი წარმტებული ხარ,მაინც გამოჩნდება ისეთი ადამიანი,რომელიც შეეცდება დაგამარცხოს.ფერგიუსონი,რა თქმა უნდა არც თუ ისე კარგად არის თავისი მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებთან,მაგრამ იყო პერიოდი,როდესაც მათ სჭირდებოდათ ფერგის დახმარება და ის მათ ეხმარებოდა.შემოგთავაზებთ ყველაზე დასამახსოვრებელ სიტყვებს,რომლებიც ფერგიზე თქვეს მისმა კონკურენტებმა:
"სერ ალექსი არაჩვეულებრივი ადამიანია.ის ჩვენთან შედარებით მუდმივი სტაბილურობით გამოირჩევა და ამიტომ ის ძალიან დიდ პატივს და ნდობას იმსახურებს."
(არსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი,სერ ალექსის რეკორდზე-700 მატჩი "პრემიერლიგაში")
"ერთხელ მე მას ფეხბურთელების თაობაზე დავურეკე და 10 წუთის განმავლობაში მან ამიხსნა ფეხბურთელის ძლიერი და სუსტი მხარეები.როდესაც ჩვენ საუბარი დავამთავრეთ და ყურმილი დავდე,მე გავიფიქრე,იცნობს თუ არა ის "ატლეტიკო დამფერლინის" სტადიონის მხედველს?მე მას კიდევ ერთხელ დავურეკე და ვკითხე:"ალექს,რა იცი "დამფერლინის" სტადიონის ზედამხედველზე,და ღმერთო ჩემო,მან იმ კაცის სახელი და მისი წარმოშობის ადგილი მითხრა."
(კუინს პარკის რეინჯერსის მთავარი მწვრთნელი ნილ უორნოკი)
"მე ყოველთვის ვიცოდი,რომ ის ერთადერთი მიზეზი იყო,თუ რატომ გადავედი მე ინგლისში და "ჩელსის" ჩავუდექი სათავეში.მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ გადამდებია.ის ეტალონია-ნებისმიერი სხვა მწვრთნელისათვის.როდესაც თქვენ სერ ალექსზე საუბრობთ,არ დაგავიწყდეთ ორი რამის თქმა:ის უნიკალური და ყველაზე წარმატებული მწვრთნელია მთელ დედამიწაზე."
(რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო)
"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სერ ალექს ფერგიუსონს"
(ჩელსის მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში.)
"მე,რა თქმა უნდა დიდ პატივს ვცემ სერ ალექს,იმიტომ რომ,ის ერთადერთია,რომელიც ყველაფერს იგებს.მან ყველაფერი იცის ფეხბურთის შესახებ.ის ყოველთვის სტაბილურია და "იუნაიტედს" მისი სჯერა."
(ევერტონის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი.)
"ის,თუ ერთდადერთი არარის,მაშინ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მთელს მსოფლიოში.მე გეტყვით,თუ რატომ არის ის ამდენი ხანი ფეხბურთში:დიახ,მას ფეხბურთი უყვარს,მას არ წარმოუდგენია საკუთარი თავი ფეხბურთის გარეშე.ის უდიდესი მწვრთნელია და არაჩვეულებრივი ადამიანი."
(ტოტემჰემის მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი)
"ის უდიდესი მწვრთნელია და ბევრი ადამიანი არ აღიარებს მის მოღვაწეობას სანამ ის "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს.მისი ერთ-ერთი კარგი მხარე ის არის,რომ არ არსებობს ისეთი შემთხვევა,რომ შენ მას შეტყობინება დაუტოვო და მან არ გადმოგირეკოს.ეს ნამდვილად გასაოცარია და ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია."
(სტოუკ სიტის მთავარი მწვრთნელი ტონი პულისი.)
"დიახ,მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ფერგისთან.მე ვაფასებ ყველაფერს რაც მან გააკეთა.ჩვენ არასდროს არ გვქონია პრობლემა,დაახლოებით 40 წელიწადი იქნება,რაც მე მას ვიცნობ და ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა."
(ლივერპულის მთავარი მწვრთნელი კენი დაგლიში)
"დარწმუნებული ვარ,რომ სერ ალექსი ნომერი 1 ინგლისში.მე მას ძალიან სასიამოვნო ადამიანათ ვთვლი,მასთან არანაირი პრობლემის გარეშე შეგიძლია ისაუბრო."
(რაფა ბენიტესი,დიახ-დიახ ეს რაფა ბენიტესია!2006 წელი)
"მე მშურს მისი."მანჩესტერში" მოდის ახალგაზრდა ფეხბურთელი და ფერგი მას პროფესიონალად ზრდის,შემდეგ ის ფეხბურთელი მიდის და ფერგი ისევ იმარჯვებს,მაგრამ უკვე ახალი ფეხბურთელით."
(ბარსელონას მთავარი მწვრთნელი გუარდიოლა)