უნგრეთის დიდ გუნდს და ტელე სანტანას ბრაზილიის ნაკრებს არაფერი მოუგიათ

თუ კაცი ახალ გაღვიძებულზე 5 წამში ამ გუნდების სამ ფეხბურთელს მაინც ვერ ჩამოთვლის იმას ფეხბურთზე საერთოდ არ უნდა ელეპარაკო

ბავშვია და ჯერ პატარაა არგუმენტები არ მიიღება. არ იცის და ვსიო
შეიძლება ისწავლოს მაგრამ იმ მომენტისთვის აზრზე არ არის
ასე რომ დინამოს ბევრი არაფერი მოუგია (მართლაც ცოტაა მხოლოდ ერთი წარმატება ევროთასებზე უფრო მეტის მიღწევაც შეიძლებოდა) ეს არ არის იმის დამადასტურებელი რომ დინამო დიდი გუნდი არ იყო.
თუ გაქვთ მისი თამაშის ჩანაწერი ნანახი ან ვესტ ჰემთან ან იგივე კარლ ცეისთან უნდა მიხვდე რომ იყო და დღესაც ბევრ გუნდს დაახევდნენ თავზე ბურთს.
თუ ამას ვერ ხვდები ესე იგი ან დინამოს მაშინდელი თამაში არ გინახავს, ან ანალიზის უნარი არ გაქვს ან კიდევ თუ 34 კამერით არ იღებენ ფეხბურთს ისე ამ თამაშს ვერ აღიქვამ.
2+2=4 არის ფაქტი რომ მაშინდელი დინამო მართლაც უნიკალური გუნდი იყო.
ასევე ფაქტია რომ მესხი უმაგრესი ფეხბურთელი იყო.
ადრე რომელიღაც ტელევიზიამ აჩვენა ურუგვა-საბჭოთა კავშირის ვრცელი მიმოხილვა. ესე 20-25 წუთიანი.
ეს არის მე მგონი ერთადერთი ფირი სადაც ამ ფეხბურთელის თამაში თავიდან ბოლომდეა გადაღებული.
სულაც არ იყო მესხის საუკეთესო მატჩი, როგორც ამბობენ.
ხოდა მე დავინტერესდი თუ ეს თამაში მას ცუდ თამაშად ჩაუთვალეს მაშინ ნეტა რას აკეთებდა ის მინდორზე როცა აქებდნენ.
ძნელად წარმომიდგენია

თუმცა ფინტი რამდენაც არის ექსკლუზიურად მისი ეს ცოტა საკამათოა.
ფაქტია რომ საბჭოთა კავშირში და თბილისში პირველად მან გააკეთა, მაგრამ იყო თუ არა ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც ეს თავში მოუვიდა და მერე განახორციელა აი ამის მტკიცება ცოტა ძნელია.
ფაქტია რომ ამას ასწავლიან ბრაზილიაში ყველა საფეხბურთო სკოლაში. შეიძლება სხვაგანაც, მე რაც მინახავს იმაზე ვამბობ
ტელევიზიით მესხის ფინტს ვერ ნახავდნენ. მაშინ ჩვენც უნდა გვქონდეს მოძიებული. ვითომ აიტაცა მთელმა ბრაზილამ საბჭოთა კავშირი-ბრაზილიიის ამხანაგური თამაშის მერე სტადონიდან რომ წავიდნენ სახლში, შვილებს მოუყვნენ და მერე იმათაც ისწავლეს

შეიძლება მაგრამ უფრო არა ვიდრე ხო
უფრო სხვანაირად მგონია მე
ძალიან მაგარი ტეხნარები (რომლებიც არც ფანტაზიის ნაკლებობას უჩიოდნენ) თავის დროზე მივიდნენ იქამდე რომ ჯერ ეს ფინტი შეექმნათ და მერე გამოეყენებინათ
ერთ-ერთი უდავოთ იყო ჩვენი მესხიც

მაგრამ მისთვის სახელის დარქმევა და მაინცდამაინც იმის მტკიცება რომ ჯერ ნახალოვკაში გაკეთდა ეს ფინტი პირველად და მერე დანარჩენმა მსოფლიომ ისწავლა ცოტა ძნელია