რიმეიქი როინ აბუსელიძის ერთ-ერთი ლექსისა.
უსაქმურობის ჟამს დაწერილი.
"ყველაზე საფეხბურთო პროტესტი"ნასრი ნასრია, სახელები იცვლება მხოლოდ,
შენც შეხვდი ვიცი, ათას ბარსას, რეალს და მანჩეს,
ელოდი კონტრაქტს, არ ინება ვენგერმა მოლოდ -
ინება მაგრამ, ყველაფერი ჩვენ შორის დარჩეს.
ეს ჩემი ლექსი, პროტესტია, ვიხსენებ მარსელს -
არ გამოვრიცხავ, რომ სამირი არ შვრება ახალს,
მაგრამ მეც ვწერ, რომ, ნასრი ყ/ლეზე კიდია არსენს,
ზე-ციელია ეროვნება, ვენგერის რახან.
ლორიენია, ლიონია, ქარია მრგვალი,
მემილიარდე შემოაწვა არსენალს მწუხრი,
თქვენ მკითხავთ ვიცი, აქვე გეტყვით, ის მრგვალი ქარი,
ისეთი არის მარტოდმარტო ვენგერს რომ უქრის.
პარალელს ვავლებ, ბერგკამპსა და მარუანს შორის,
დრო შვება მისას, უყურებთ და დავმალო რაღა,
თქვენ შეიძლება ფიზიკური სიკვდილი ნახოთ,
მეთოფის, მაგრამ დაბადებას ვერასდროს ნახავთ.
რახან რა იცით რას გადაწყვეტს მეთოფე ახალ,
გამოვა ან ვინ, სქაუზერი, ეშმა თუ სირი,
არა, მეც ვცდები, დავრწმუნდი რომ ვცდები მეც რადგან,
ჩვილი მეთოფე, თავიდანვე ტრანსფერს მისტირის.
პირესი, ანრი, კოული და "სარკაზმით სიგან",
ბერგკამპი, ლიუნბერგ, ვიეირა, ჯილბერტო სილვა,
დრიმ თიმი გვყავდა, ვერ მოვიგეთ ერთხელაც ლიგა,
ოცნებადა მაქვს, ბედნიერი მეთოფის ხილვა.
ბედს ელის წუთი, ანდა უფრო ტრანსფერებს დაცვა,
მე ამ სექტემბერს მოუთმენლად ველი და ველი,
და იმ ვენგერის დედაც მოვდღან, ვინც ჯვარს არ აცვან,
თუ არ იყიდა ამ ზაფხულში ძლიერი მცველი.