რსენ ვენგერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ნასრის სატრანსფერო საგაზე. ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა ნასრის შესაძლო წასვლის შესახებ და ვენგერს ამის შესახებ მალაიზიაში არაერთხელ დაუსვეს შეკითხვა. ამჯერად კითხვაზე დარჩებოდა თუ არა ნასრი არსენმა ასეთი პასუხი გასცა:
” ჩემთვის ნასრის სიტუაცია გარკვეულია - ის დარჩება. უკვე გითხარით, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ ”არა”. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ.
თქვენც იმ ხალხს მიეკუთვნებით, რომლებიც მსაყვედურობენ იმის გამო, რომ ფული არ დავხარჯე და ახლა კი იმის გამო მსაყვედურობთ, რომ მისი დახარჯვა ვისურვე.
ეს შედის კლუბის ინტერესებში. წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სიტუაცია - ჩვენ დავკარგეთ ფაბრეგასი და ნასრი. ამის შემდეგ ხალხს ვეღარ დავარწმუნებთ, რომ ამბიციურები ვართ.
თუ ნასრის გაუშვებ, ისევ იმდევინე ფული უნდა დახარჯო მისი ხარისხიანად შემცვლელი ფეხბურთელის შესაძენად. ასე რომ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხბურთელს კარგავ და შემდეგ არ ცვლი მას სხვა ფეხბურთელით.
მჯერა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომელიც გავაკეთეთ. მაგალითად, თქვენ ხედავთ მიმავალ ფაბრეგასსა და ნასრის, თუ შენ გააკეთებ განცხადებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიდი კლუბი ხარ.
რადგან დიდი კლუბი პირველ რიგში დიდ ფეხბურთელებს ინარჩუნებს და სხვა დიდ კლუბებს უცხადებს, რომ მათ არ შეუძლიათ ამ ფეხბურთელების წაყვანა.
რამოდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამ ფეხბურთელებზე რათა გაგვეზარდა ისინი და ახლა კი დროა, რომ ისინი ერთად შევინარჩუნოთ” - განაცხადა ვენგერმა
წყარო
GoGol1აი ხო ვამბობდი რჩება მეთქი ჩემი სამიღ