და თუ წაუვათ თამაში? ისე მაინც წაუვა ამ 3 კაცს რომ ნახევარი სეზონი მინიმუმ ითამაშონ და ალვარეზმა ნახევარი სეზონი სკამზე რომ გაატაროს ეგ იქნება კატასტროფა. მაგან უნდა ითამაშოს სულ რომ დააგროვოს სათამაშო პრაქტიკა + გაიაროს ადაფტაცია სერია ა-ში რაც დამეთანხმები რომ საკმაოდ რთულია, არ არსებობს ფეხბურთელი რომელიც სხვა ქვეყანაში დაფრინავდა მოვიდა მერე სერია ა ში და იგივენაირად განაგრძო კარიერა, მეტიც საკმაოდ მოუკლია თამაშისთვის იმიტომ რომ სხვა დონეა სულ სერია ა და სხვაგან თუ იხარჯებოდნენ 100 % იგივე შედეგი რომ დადონ სერია ა ში უნდა დაიხარჯოს 150% ით.
რიკი უკვე 23 წლისაა ეს რომ დასვა სკამზე იქნება მერე მეორე პანდევი და გვინდა ეს ჩვენ?
ტევესი 2 სეზონიც და გაუყვებაა გზას უკვე იმას წუწუნებს დავიღალე ჩემ ოჯახთან მინდაო და არგენტინაში მირბის, ეხლა რომ გადავიხადოთ მაგაში 35 ლიმონი და ერთი წლის მერე იგივე დვიჟენია დაიწყოს ხო იქნება დასაბრედი

და ჩვენ კიდევ ხელები შუბლზე შემოსარტყმელი

თავიდან არა მაგრამ მერე ზუსტად იმიტომ მინდოდა გასპერინი რომ უყვარს ახალგაზრდებთან კონტაქტის დამყარება და აყალიბებს კარგ ფეხბურთელებად, ესეთი კი ჩვენ ძალიან ბევრი გვყავს: სანტონი, კასტანიოსი, ალვარესი, კოუტინიო, რანოკია, ფარაონი, ნატალინო, ობი, ალიბეგი და პრიმას რამდენი კარგი ბიჭი კიდევ. ამათგან მინიმუმ 6-7 ტოპ კლასის ფეხბურთელი რომ დააყენოს ეს იქნება ინტერისთვის ძალიან დიდი წარმატება + იმას თუ გავითვალისწინებთ რომ უკვე შემდეგი სეზონიდან ფეირფლეის კანონი შემოდის რომელიც გუნდს აძლევს მარტო იმ ფინანსის გამოყენების საშვალებას რაც იმ სეზონში შემოუვა.
არ მიმაჩნია მართებულად პაჩწი 28 წლის ტევესში 35 მილიონის გადახდა და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები მხოლოდ რამოდენიმეა იმ ბევრიდან თუ რატომ არ მინდა ტევესი ინტერში.
ეს რომ იყოს ეტოსნაირი სწრაფი, ტექნარი და უნივერსალი ან შეეძლოს დაახლოებით მაინც ისეთ დონეზე თამაში როგორზეც სამუელი უბერავს ბაზარი არაა, მაგრამ ეს არის ყველაზე ნაყოფიერი ცენტრში სადაც ვერ დამაჯერებ რომ პაცინიზე უკეთესად გაართმევს თავს. ბევრად მირჩევნია მე პაცო ტევეზს გინდაც იმ გოლის ალღოთი გინდაც იმ შესაძლებლობით რითაც სულ არაფრიდან შეუძლია გოლი შექმნას, იმითაც რომ 1.80 სანტიმეტრიანი კაცი 2.20 ზე მაღლა ხტება და თავით ფანტასტიურად თამაშობ მაშინ როდესაც გუნდში ისეთი კროსების გამკეთებლები გვყავს როგორებიც არიან ალვარესი, მაიკონი და სნეიდერი.
არაა ეს კაცი ინტერის კალიბრის ფეხბურთელი არა

ეს მინიმუმ რაღაცა რღაცას რომ აკეთებდეს ფერგი არსად გაუშვებდა

და მითუმეტეს მანჩესტერ სიტი არ გაუშვებდა არსად გუნდი რომელმაც აღარ იცის უკვე ვის ტრანსფერში შეძვრეს და ვინ იყიდოს საუკეთესო იმდენი ფული აქვთ...
This post has been edited by MinimaLLL on 23 Jul 2011, 03:44