ბრიტანულმა Bleacherreport-მა მსოფლიოს 50 საუკეთესო დრიბლიორის სია გამოაქვეყნა. შენიშვნა: სიაში არ არიან მოქმედი ფეხბურთელები, ანუ აქ ვერ ვნახავთ ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს, ტიერი ანრის, რონალდინიოს... სამაგიეროდ, 31-ე ადგილზეა გიორგი ქინქლაძე – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და “მანჩესტერ სიტის” ლეგენდა.
“ქინქლაძემ ფანტასტიკური დრიბლინგი განახორციელა “საუთჰემპტონთან” და გოლითაც დაასრულა. ბრწყინვალე იყო ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმით გატანილი “სუინდონთანაც”. ქინქლაძეს საოცარი დრიბლინგი ჰქონდა”, – წერს ბრიტანული გამოცემა.
სია აშკარად საკამათოა. ძნელია, დიეგო მარადონას ფანებს დააჯერო, რომ ბრაზილიელი რონალდო მათ კერპზე უკეთესი დრიბლიორი იყო. ან თუნდაც მარკ ოვერმარსი რომარიოზე თუ ომარ სივორიზე წინ?
აქვე, ოცეულიც:
1. რონალდო (ბრაზილია)
2. გარინჩა (ბრაზილია)
3. დიეგო მარადონა (არგენტინა)
4. ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)
5. პელე (ბრაზილია)
6. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
7. სტენლი მეტიუზი (ინგლისი)
8. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
9. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა)
10. დენის ბერხკამპი (ჰოლანდია)
11. ჯიმი ჯონსტონი (შოტლანდია
12. დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია)
13. მარკ ოვერმარსი (ჰოლანდია)
14. ჟაირზინიო (ბრაზილია)
15. ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)
16. რიველინო (ბრაზილია)
17. დრაგან სტოიკოვიჩი (იუგოსლავია)
18. ზიკო (ბრაზილია)
19. ჯუზეპე მეაცა (იტალია)
20. ომარ სივორი (არგენტინა)
ჩემი კიჭა