ერთხელ რომ წახვალ ბრაზილიის თამაშზე და მენეჟეშის ხელში ჯერ რაა და მერე კიდე ყველაზე უარეს თამაშს რომ აჩვენებს, ხო უნდა გაგიმართლოს?
მოკლედ დავიწყებ ჩემ გუშინდელ შტაბეჭდილებებს, რომ ჩავედი ქალაქში მივადექი ტურისტების საინფორმაციო ცენტრს და სადაა დაბანაკებულითქო ნაკრებითქო და მიმასწავლეს სასტუმრო...
მივედი სასტუმროსთან იქ თავიდან ერთი ორი კაცი ირეოდა

მერე ნელ-ნელა შეივსო ვიღაც ბრაზილიელების ჯგუფი იყო რამოდენიმე სვამდა გათხლეშილი მთვრალი იყო და რაღაცებს მაიმუნობდნენ და და ამ თავის პორტუგალიურზე უბერავდნენ, შიგა და შიგ ბოზიშვილ სიმღერას მღეროდნენ მე რომ ვერ ვიტან, ყველა რო მღერის ფეხბურთელები ამ შვეიცარიელებსაც მაგრად უყვართ, მოკლედ ევროპაში ყველაზე პოპულარული სიმღერაა სავარაუდოდ დღევანდელ დღეს, ჯვარი აქაურობას....

მერე როგორც იქნა მოვიდა ავტობუსი რაღაცნაირად ჩააყენეს და მაინც და მაინც ყველაზე უაზრო ადგილზე მოვხვდი წესიერად რომ არ ჩანდა იქ

ცოტა ხანში ფეხბურთელებმაც დაიწყეს გამოსვლა, თუმცა იქ მყოფთა მოლოდინის მიუხედავად არც ავტოგრაფები დაურიგებიათ და არც ფოტოსთვის შეჩერდნენ, ერთადერთი ადრიანო ჩავიდა იმ მთვრალ ბრაზილიელთან და რაღაცებს ელაპარაკებოდა ვოტ ი ვსიო, ავიდნენ ეგრევე ავტობუშში და წავიდნენ....


მერე წავედი სტადიონზე, რომელიც იქვე იყო და დავიწყე ნელ-ნელა შესვლა, მოკლედ ზემოთაც უნდა მეთქვა, ქალაქი გადავსებული იყო ამ ბოსნიელებით, თვითონ ქალაქში ერთი ბრაზილიელიც არ მინახავს და ეს ბოსნიელები დადიოდნენ, საშინელი ხალხია, რო უყურებ ძაან უსიამოვნო, გამაღიზიანებელი და ბინძური, სტადიონტან კიდევ უარესი სიტუაცია იყო ერთი ორი კინკილა ბრაზილიის დროშიანი გაივლიდა და მორჩა, გადათხლეშილი ბოსნიელები თავის სერბულზე რაღაცებს მღეროდნენ ლუდებს თავზე ისხამდნენ და ყვიროდნენ...
სტადიონზე ადვილად შევაღწიე დიდი პრობლემა არ ყოფილა, როგორც ჩვენთან არის ხოლმე


99 % ეს ბოსნიელები იყვნენ სტადიონზე ვინც ბრაზილიას ქომაგობდა იმათი ნახევარი შვეიცარიელი იყო, საკუთრივ ბრაზილიელი ალბათ მაქსიმუმ 100 კაცი იყო იქ 17 500 კაციდან, ყვიროდნენ ამ თავის "ბოსნა, ბოსნას" უსტვენდნენ ბრაზილიელებს და მოკლედ ჩვეულებრივ გასვლით თამაშზე მეგონა თავი, ერთი პირობა ვიფიქრე ღირდა თუ არა ემოციურად ქომაგობა და აღნიშვნა გოლების, მაგრამ ნუ არ გადავიფიქრე იასნია

მე საქართველოში რაც თამაშებზე ვყოფილვარ ერთხელ ვნახე მეტოქის ჰიმნის დასტვენა, რუსეთთან, ისიც პოლიტიკური სიტუაცია იყო დაძაბული და მაშნაც აზრები გაიყო და მსჯელობა იყო სწორი იყო თუ არა, ეს სირი ბოსნიელები კიდე მორჩა თავის ჰიმნი 17 ათასმა კაცმა ბრაზილიის ჰიმნის დროს თავისი სიმღერები გააჩაღეს ისევ და ბოსნა, ბოსნას და ჯეკო, ჯეკოს ყვირილი, საერთოდ ერთი ნოტიც არ გამიგია ჰიმნის ან როგორ დაიწყო ან როგორ დამთავრდა. ისე გამაღიზიანეს ვცდილობდი მაქსიმალურად ემოციურად და გამომწვევად მექომაგა, მერე ჩემი მიანც არავის ესმოდა და მშობლიურ ენაზე ვიგინებოდი გემრიელად

ხო მერე წუთიერი დუმილი რომ იყო გერმანულად, სერბულად და პორტუგალიურად რაღაც გამოაცხადეს მე დუნგას მეტი ვერაფერი გავიგე და ცივმა ოფლმა დამასხა, მეთქი დუნგა დაიბრიდა

იქვე შვეიცარიელები მედგნენ და იმათმა მითხრეს, რომ მამა მოუკვდაო, დავმშვიდდი

ეხლა რაც შეეხება თამაშს და ფეხბურთელებს, სტადიონზე ყოფნას ის მთავარი პლუსი აქვს, რომ შეგიძლია აირჩიო მოთამაშე და დააკვირდე დროის გარკვეული პერიოდი რამდენი ხანიც გინდა, ასე მოვიქეცი მე და სათითაოდ ყველას რაღაც პერიოდი ვაკვირდებოდი:
დავიწყებ მენეჟეშით და იმ ფეხბურთით რასაც ეგ გვათამაშებს, სრულიად გაურკვეველი ფეხბურთია როგორც მივხვდი არანაირი სპეციფიური დავალებები მარტო მარტივ ბურთის კონტროლზე დამოკიდებული და მერე რას იზამდნენ წინ ნეიმარი და რონალდინიო, ტაქტიკა რეალურად არ ჩანს, ამიტომ მე თუ მკითხავ ამ კაცის გაშვება 2012 წელს არ უნდა გაცილდეს, თორე მერე შეიძლება გვიანი იყოს...
ლუიზი ბევრ შეცდომებს უშვებს და არ მომწონს, მარტო გოლზე არაა და იმაზე ხე ჯეკომ რომ რამდენჯერმე მოატყუა საჯარიმოში...
პოზიციურად ძაან ცუდად იდგა ხოლმე ხშირად და სილვა კარნახობდა უმეტეს შემთვევებში...
სილვა ძალიან მაგარია, აი ძალიან და კარგია, რომ კაპიტანი ეგ არის ანუ უპირობოდ ეგ უნდა იყოს მომავალი გუნდის კაპიტანი...
ალვეში და მარსელოზე ახლის თქმა არაფერი შემიძლია, ორი ძლიერი ფლანგის მცველი გვყავს, განსაკუთრებით დანი რა თქმა უნდა...
ავიწიეთ წინ მე სანდრო მომეწონა, ისევე როგორც ფერნანდინიო, პირველ ტაიმში განსაკუთრებით და ნაწილობრივ მეორეშიც ეს უკანასკნელი მთავარი დამწყები იყო შეტევების და მე ვიტყოდი საკმაოდ კარგიც გამოდგა, ატბორზეც კარგია, ერნანეში ცოტა არა თავის ადგილზე იდგა და იმდენად კარგად ვერ გამოაჩინა თავი თუმცა აშკარაა, რომ ნაკრების კაცია...
რონალდინიო! სულ არ მიხარია რასაც ეხლა დავწერ და გული მიკვდება, მაგრამ ამ კაცმა საერთოდ უნდა დაანებოს მე მგონი თავი ფეხბურთს, მოედნის ცენტრსა და იმათ საჯარიმო ხაზს შუა დადიოდა მთელი იმდენი ხანი, საერთოდ არ მოძრაობდა, უკან დახევაზე საუბარიც ზედმეტია არადა რეალურად მაგაზე უნდა ყოფილიყო გუნდი აწყობილი, ამიტომაც გამოვიდა ასეთი ცუდი თამაში. იმედია ყველა ხვდება, რომ ამის ნაკრებში გამოძახება აღარ შეიძლება...
განსომ ყველაფერი გამოაცოცხლა ძალიან ღრმადაც იწევდა, უკეთესადაც და უფრო სწრაფადაც კომბინირებდა, უკეთესად დირიჟორობდა და ხალხსაც უკეთესად ცდებოდა, რაც მთავარია ამ ყველაფერს ბევრად სწრაფად აკეთებდა, ძალიან მომეწონა განსო იმ მონაკვეთში რაც ითამაშა, თუ კაკა რეალიდან არ წავიდა და ფორმა არ აღიდგინა, მაშინ განსუ უნდა იყოს ჩვენი რაზიგროვკა, რისიც სრულებითაც არ მეშინია, მით უმეტეს პროგრესისთვის 2 წელიწადნახევარი წინ აქვს...
ნეიმარი მომეჩვენა რომ ნაკლებად მონდომებული იყო, ისე კი როცა აიღებდა თავის თავზე თამაშს გამოდიოდა ტყველაფერი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, პირველში ცოტა უღიმღამოდ დაბოდიალობდა...
და რაც შეეხება ლეანდრო დამიაოს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიდად თავი არ გამოუჩენია, ყველაზხე მეტს გუშინ მაგას ვაკვირდებოდი და საბოლოოდ დავრწმუნდი (კიდევ ერთხელ), რომ უპირობო მთავაფრი 9 ნომერი უნდა იყოს ეს ბიჭი, ჯერ მარტო ტანის აგებულება აქვს ისეთი, ქუჩაში რომ შეგხვდეს, მიხვდები რომ 9 ნომერია

ტელევიზორში ასე არ ჩანდა, მაგრამ ტიპი საშინელ ჯანზეა, უბედურზე, მძიმე ფორვარდი თუ არსებობს ტერმინი, სწორედ მას შეეფერება, გემრიელად გადაადგილდება მოედანზე, თითქოს უყურებ და დადის მოედანზე როცა ბურთი მის სიახლოვეს არაა, მაგრამ ზვიგენივით უცებ მოულოდნელად ესხმის მეტოქეს, ანუ ზუსტად იცის როდის უნდა განახორციელოს ზეწოლა და პრესინგი მეტოქეზე, გუშინ ბარემ 4-ჯერ დააშვებინა შეცდომა იმათ მეკარეს და ამდენჯერვე მცველებს, მოკლედ ძალიან კარგია ეს ბიჭი და გუშინდელის მერე კიდევ უფრო მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აღსაფრთოვანებელი არაფერი უქნია, ასეთი ტიპის ფორვარდი ჩვენ მეტი არ გვყავს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნა (პირველ რიგში მისი პროგრესი) ესეც მსოფლიოზე მგელი იქნება, ოღონდ მენეჟეში უნდა მოხსნან...
და ბოლოს ლუკასით დავამთავრებ ძალიან მაგარია, ძალიან. რა ჩაიდინა იქ საჯარიმოში, ეს ბრიყვი და გალეშილი, ყველაფერზე მოსტვენალი ბოსნიელებიც კი ვაუო იძახდნენ....
მოკლედ შემადგენლობა ისეთი უნდა იყოს, როგორც დავწერე მაშინ:
-----------ჟულიონე---------------
დანი-ლუიზი-ტიაგო-მარსელო
-----სანდრო-ერნანეში (ფერნანდინიო)---------
----------განსუ (კაკა, თუ ფორმა აღიდგინა)------------------
--ლუკასი---------ნეიმარი
---------დამიაო------------


* * *







მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution