კი მაიკონი რომ ძალიან მაგარია ორი აზრი არ არის მაგრამ მე არ ვემხრობი მიდგომას ძირითად შემადგენლობაში სტროგათ მაიკონი იყოს ან ალვეში.
ორივეს განსხვავებული + აქვთ და მოედანზე უდნა იდგეს ის ვისი ვისი დადებითი მხარის გამოყენებაც შეიძლება უფრო კარგად კონკრეტულ მატჩში.
კერძოდ: ალვეში კარგია როცა მეტოქე ცდილობს გეთამაშოს ძალიან შემჭიდროვებულად და რაც შეიძლება შორს თავისი კარიდან. როცა ფეხბურთელები კომპაქტურად არიან განლაგებული მოედანზე და რგოლებს შორის ადგილი მცირეა, რჩება ძალიან დიდი თავისუფალი ზონა ბოლო მცველიდან მეკარემდე. აი აქ ჩარბენებში არის ალვეში უძლიერესი. მარტო სირბილი არაფერს შველის უნდა შეაყოლო კიდეც ბურთი რასაც აკეთებენ კიდეც ბარსაში და თუ კონკრეტულად გოლი ან საგოლე პასი ვერ დადო მთლიანად წეწავს მოწინააღმდეგის სათამაშო ტაქტიკას. ამ მხრივ არის იგი #1 ულაპარაკოდ და თავისუფლად ვიტყვი რომ არა ალვეში ბარსას ბოლო სამი წლის ტრიუმფი არც შედგებოდა. ამიტომ ითხოვს იგი კლუბში ხავი, ინისტას ნაირ ხელფასს და ამიტომ ვერ ეუბნებიან მტკიცე არას, რადგან ყველა კარგად ხვდება ალვეში რომ წავიდეს ბარსას წინააღმდეგ მოედნის ცენტრში ბრძოლა და პრესინგი ყველა გუნდს მნიშვნელოვნად გაუადვილდება.
კიდევ ძალიან კარგია ალვეში როცა გუნდი აკეთებს ე.წ მანევრ ვადავაროტას (მორევის მანევრი, მე მგონი სწორად გადავთარგმნე

) ორიგინალში როგორ არის აღარ მახსოვს. ტელე სანტანას შემოღებულ ტაქტიკურ ხერხს როცა თავდასხმა ნელ-ნელა ადგილების გაცვლით ტრიალდება ერთი მიმართულებით და ამის შედეგად ერთი ფლანგი ცარიელი რჩება. ამის კეთება ძალიან უყვარდა სანტანას და მერე აკეთებდა სკოლარი. ეხლა მიმართავს ხოლმე გვარდიოლა. აი ამ დროსაც თუ გუნდი ალვეშის ფალნგის საწინააღმდეგოდ დატრიალდა მაშინ მეტოქე გუნდი უბედურებას უნდა ელოდეს. არ არის აუცილებელი ზუსტი პასი მიაწოდო მთავარია უბრალოდ ზონაში ჩააგდო ბურთი და მერე თვითონ მიხედავს თუ რა თქმა უნდა ჩვეულ სტილში სულელური ჩაწოდებით არ გააფუჭა

მაგალითი:
1. ვენესუელა გვეთამშებოდა პრესინგს მოედნის ცენტრში მაქსიმალურად კომპაქტურად და ალვეშიც საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა.
2. რეალი ეთამაშებოდა ბარსას ძალიან უკნიდან ზონურ დაცვას და ალვეში ფაქტიურად არც გადადოდა მეტოქის მოედანზე და მხოლოდ დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული.
3. პარაგვაიმ ასევე ზონური დაცვა გვეთამაშა და ალვეში შეტევაში იყო 0. ნუ ის ბავშვური შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგისგან არავინ არ არის დაზღვეული.
მაიკონს რაც შეეხება მისი დადებითი მხარე არის ფიზიკური სიძლიერე და რასაც ბრაზილიელი კომენტატორები იძახიან ველოსიდადი, ანუ ადგილიდან სწრაფი აჩქარება. ამასთანავე ერთი-ერთზე გაცილებით უკეთესია მცველთან ვიდრე ალვეში. აი ეს კი მისწრებაა მაშინ როცა მოწინააღმდეგე ზონურ დაცვას გეთამაშება. ამ შემთხვევაში მას თავისუფლად შეუძლია ჩადგას მხარი დაჩაგროს მოწინაარმდეგე ფიზიკურად + ტექნიკა ხო აქვს და აქვს და თუ გარღვევა ვერ გააკეთა რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებას მაინც მოახერხებს საჯარიმოში.
ამასთანავე ბურთსაც უფრო კარგათ იჭერს ვიდრე ალვეში რაც ძალიან მნიშვნელოვანია როცა მუდმივად მინიმუმ 2 კაცის წინააღმდეგ გიწევს თამაში.
თუ გუნდი უკნიდან გეთამაშება და ჩასარბენ ადგილს არ გიტოვებს მაშინ მარტივია, მიეცი ბურთი მაიკონს და ის გააკეთებს 5-6 მეტრიან აჩქარებას რაც სივრცის განთავისუფლებას, მოწინააღმდეგის დაცვის რიგების არევას და შესაბამისად სახიფათო მომენტის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს.
მაგალითი:
1. მუნდიალზე პირველი თამაში ჩრდილოეთ კორეასთან
2. კოპა აპერიკაზე თამაში ეკვადორთან.
ანუ ჩემი და არამარტო ჩემი აზრით

, თითოეული თამაშის წინ უნდა შეფასდეს მოწინააღმდეგე. გაითვალოს ის თუ როგორ თამაშს აპირებს შენ წინააღმდეგ და იმის მიხედვით გაკეთდეს აქცენტი ალვეშსა თუ მაიკონზე. მარტო ტაქტიკა არა მცველის შესაძლებლობებიც უნდა შეფასდეს. რაშია იგი ძლიერი ფიზიკურ ორთაბრძოლაში თუ პოზიციის შერჩევაში. ორივეს ერთად მოედანზე დაყენება (რასაც დუნდა აკეთებდა) დიდი სისულელეა, აი სწორედ ამაში არ ეყო მას გამოცდილება. მაგრამ რომელიმეს გამოყენებაც უარის თქმა იმის მსგავსია კაცს მანქანა აჩუქო და იმან გიპასუხოს არ მინდა სამსახური ახლოს არის ფეხით დავდივარ მაინცო.
ხო მოგინდება შორს წასვლა ადრე თუ გვიან.
რა თქმა უნდა ამის წინასწარ გათვლა რა ტაქტიკით იტამაშებენ შენთან არ არის მთლად ადვილი მაგრამ მწვრთნელი როცა ხარ და პროფესიონალი უნდა შეძლო. აბა პოსტებს ფორუმზე მეც კი ვწერ

ჩემი აზრით პარაგვაისთან მაიკონი უნდა იდგეს და არგენტინამდე თუ მივაღწიეთ აი მაშინ ალვეში უფრო გამოგვადგება.
ალვეშს კიდევ ერთი ნაკლი აქვს. ნაკლი კი არ არის სინამდვილეში პლუსია მაგრამ ამ შემთხვევაში ცუდად მოქმედებს გუნდის მთლიან თამაშზე.
მთლიანად ახდენს მარჯვენა ფლანგის ოკუპირებას.
არადა რობინიოს ამ კოპაზე მარჯვნივ უყვარს გადაწევა, ჟადრონიც უფრო მარჯვნივ თამაშობს ხოლმე. ამით კი ის ხდება რომ რობინიო-ალვეში ან ჟადსონი-ალვეში ერთ სივრცეში ხვდებიან და შესბამისად მეტოქის მცველებსაც იზიდავენ. მერე იქ ისეთი სივიწროვეა

რომ ხავი უნდა იყო ბურთი არ დაკარგო. შესბამისად ან ჟადსონმა ან რობინიომ უფრო ცენტრისკენ უნდა შეიწიონ და ამით სიმწვავეს კარგავენ, განსაკუთრებით ეს რობინიოზე ითქმის.
მაიკონი უფრო გამოზომილად და ფრთხილად მიდის წინ. ამით ტოვებს ადგილს რობინიოსათვის. როდის ნაკლები შანსია დაკარგო ბურთი. როცა 2 მცველი გიდგას ფლანგზე და ბურთი შენ გაქვს თუ როცა 2 ხართ ფლანგზე და 4 მცველი გიდგათ.
რობინიოსთვის რომ პირველი ჯობია ფაქტია.
ან გაზვრება ან უკან პასს გააკეთებს.
8 ფეხში გაძრომა უფრო რთულია ვიდრე 4-ში. პასებს დღეს მხოლოდ ხავიინიესტა აკეთებენ ესეთი სიზუსტით და უკან პასის გაკეთებაც 2-ჯერ რთულდება.
მოკლედ თუ რობინიო იქნა მოედანზე და თან მარჯვნიდან ითამაშა მაშინ აუცილებლად მაიკონი უნდა იდგეს.
თუ ნახევარდაცვა იქნება წიპა ლუკასი-რამირესი-განსო-ელანო მაშინ ალვეში და ასე, უამრავი ვარიანტებია.
მოკლედ ბრძოლის მარჯენა ფლანგზე მასობრივი განადგურების იარაღი გვაქვს რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

და თუ ჭკვიანურად გამოვიყენებთ მინიმუმ 2018 წლამდე მსოფლიოში ბრაზილიის ბატონობა უნდა დამყარდეს
აი ესე ამაღლებულ ნოტაზე დავასრულებ