ვახ რა მურტალი გრძნობაა რო არ დაგილევია და მაინც პახლემიის შეგრძნება გაქვს
ყველაზე ცუდი წაგება იყო რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.
იცით რატომ ?
მენეზესს არ გაუშვებენ
6 რეალური სახიფათო მომენტი ძირითად დროში, პარაგვაის არცერთი ნორმალური დარტყმა კარში და ბოლოს პენლების სერიაში დამარცხება
კრიტიკა იქნება, მაგრამ გაშვება არა

ჩილეს სტილში რომ წაგვევგო ძირითადშივე კიდე ხო.
ან პარაგვაის დამატებითში გაეტანა, მაგრამ ესე ნაკლები შანსია. აგერ ვართ და ვნახოთ როგორც მინიმუმ შემოდგომის ამხანაგურებამდე კიდე მისცემენ დროს.
რა მოგვიტანა ამ კოპამ. რა დაკვნები შეიძლება გავაკეთოთ. ზოგი ვიცოდით მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა.
1. დაცვა ნორმალური გვყავს. სულ გავიდა 4 გოლი ჩვენ კარში. აქედან 2 იყო მეკარის ბრალი (რომლის კლასში ეჭვი არავის ეპარება) ერთი კი მოყვა დანი ალვეშის ბავშვურ შეცდომას. მხოლოდ ერთი გოლი გავიდა პოზიციური შეცდომის და მცველების შეუთანხმებელი თამაშის გამო. აქედან გამომდინარე ამ რგოლს შეგვიძლია ვენდოთ.
2 . ლუკას ლეივა არის Yლე. არ შეიძლება მისი ამ პოზიციაზე თამაში. რა გააფუჭაო შეიძლება იკითხოს ვინმემ. და რა გააკეთა ? რამდენი პასი გააკეთა რომლითაც შეტევა გამწვავდა ? 0. ხოდა ბრაზილიელ საყრდენს ეგ საქმე ევალება პირდაპირ. თუ ვერ აკეთებ ნაკრებში შენი ადგილი არ არის.
3. რამირესის მეორე ჩამშლელად თამაში არ შეიძლება. ეგ არის ტიპიური 8 ნომერი. თუ მაინცდამაინც გადაწყვეტ რო მოედანზე უნდა იყოს უნდა ათამაშო საყრდენების ოდნავ წინ და გვერდით.
4. ანდრეს სანტოსისგან შეიძლება რაღაც გამოვიდეს. ეს არ ნიშნავს რომ მარსელო არ უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ როგორც მინიმუმ გუნდში ყოფნას იმსახურებს. არცერთი სეროზული შეცდომა დაცვაში და ბოლო 2 თამაში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა შეტევაში.
5. რობინიოს და ალვეშის ერთად თამაში არ შეიძლება. თუ რატომ იხილეთ ჩემი წინა პოსტი სადღაც 2 გვერდზე

. მაიკონი და ალვეში მონაცვლეობით უნდა თამაშობდნენ მოედანზე და ეს დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე არის თუ არა რობინიო ან ნეიმარი ძირითადში და ვის ეთამაშება სელესაო.
6. ერთი მძიმე ფორვარდი გვინდა. ლეანდრო დიმაო ხო არა ? შეიძლება. ფაქტია რომ ნაფტალინიდან ამოღებული ფრედი არა.
7. რობინიო ნაკრების კაცია. გაიზარდა ეს კაცი, აღარ ბაცნობს და თავის საქმეს აკეთებს ხუთიანზე. ვინც ამას ვერ ხედავს უბრალოდ ამოჩემებული ყავს ეს ფეხბურთელი რატომრაც არ ევასება და არ უნდა დაინახოს.
8. პატოს ნდობა არ შეიძლება არაფრით. ეს არის ჯერ დაუღვინებელი კაცი. ნაკრებში უნდა იყოს პოტენციალის გათვალისწინებით მაგრამ მის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. ყველაზე საჭირო მომენტში უკანკალდება ხან ფეხი ხან თავი. პრესინგზე ცუდად მუშაობს. ვიღაცამ შეიძლება თქვას არ არის ცენტრფორვარდი პატოს პოზიციაო. კი ბატონო მაგრამ როცა უკვე გასული ხარ ერთი ერთზე მეკარესთან და გაქვს ეს ტექნიკა გამოიყენე რა. ან კიდევ 2 მეტრიდან თავით ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნას რა ცენტრფორვარდობა უნდა. ააა ბოდიში ცოტა მახვილი კუთხე იყო. ხოდა ცოტა მახვილი რო იყო ის კუთხე იმიტომაც არის ლუზერი. მოკლედ ეგ არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის ამ კოპაზე.
9. ნეიმარი განსო კარგი ბიჭები არიან. ცოტა ასაკი და მოვა კიდეც ექსტრა კლასის ვარსკვლავობა. არაფერი არ აკლიათ. განსაკუთრებით ნეიმარზე უნდა ვთქვა. ბაცნური აქვს მარტო პრიჩოსკა. ისე კი გარდა იმ თვისებებისა რომლის გამოც აქებენ საკმაოდ გუნდური მოთამაშეა და თან საკმაოდ მუშა. ამ თვისებების დანახვა მასში მესიამოვნა.
10. პადრე რიკარდო უნდა იყოს ნაკრებში. ის და განსო ყველა თამაშში უნდა უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას (მაიკონი/ალვეში) და ცვლიდნენ კიდევაც. მუდმივად დასვენებული 10 ნომრის მოედანზე ყოფნა დიდი პლუსია. სწორედ მას მერე რაც განსო დაიღალა და მოედნიდან გავიდა ბრაზილიამ ვეღარ შექმნა პარაგვაისთან მომენტები.
11. ლუკას მაურას ცვლილებაზე შემოყვანა არ არის იმდენად ეფექტური. დაუღალავი ბიჭია და თუ გადაწყვეტ ათამაშო მაშინ ძირითადში უნდა დააყენო. გაუძლებს 90 წუთი. აი როცა ცვლილებიდან შემოდის ცოტა უჭირს თამაშში ჩართვა.
მოკლედ გაორებული გრძნობა მაქვს. რაღაცეები მომეწონა ამ ნაკრების თამაშში რაღაცეები არა. ამათი წამალი ვიცი რაც არის რამალო.
აი მიაწვდიან თუ არა 2014 წლის მუნდიალამდე ეგ არის საკითხავი.
პ.ს. 1995 წლის მერე პირველად წავაგეთ პენლებში. ეს არ არის შემთხვევითი. იცით რატომ? ბრაზილიამ დაკარგა ის რა თვისებაც მაგათ ქონდათ თამაშისადმი დუნგამდე. ცოტა აგდებული დამოკიდებულება თამაშისადმი, ე.წ. პოხუიზმი.
პარადოქსია მაგრამ სანამ მაგას არ დავიბრუნებთ ყოველთვის უაზროთ გამოვარდება ჟულიო სეზარი კარიდან და შეუშლის მელოს ხელს საჯარიმოდან ბურთის გამოტანაში რაც ავტოგოლით დამთავრდება.
პატო კიდე ცარიელ 7 მეტრიან კარში გადაწყვეტს მაინცდამაინც უდარი დაარტყას და თან პირდაპირ მეკარეს გაარტყას ბურთი.
თამაშია ეს ფეხბურთი (ჟოგადა) და არ უნდა ზედმეტი დაძაბვა. ეზოში თამაშობ თუ კოპა ამერიკაზე ერთნაირად უნდა ეცადო სიამოვნება მიიღო. არ ეცდები და დაიძაბები, ვერ გაიტან 4 პენლიდან ვერცერთს