ეხლა ეგ რონალდაუს თამაში ნაღდად არ მინახია მაგრამ ეგაც არის მსხვერპლი როგორც ჩანს იმ მოვლენისა რასაც ადგილი ქონდა ბრაზილიურ ფეხბურთში 90-იანი წლების დასაწყისში.
ვგულისხმობ იაპონელების მიერ იმ დროისთვის ბრაზილელი ვარსკვლავებისთვის ფანტასტიური ჰონორარების შეთავაზებას იაპონიის ახლად ჩამოყალიბებულ ჯეი ლიგაში სათამაშოდ.
ამით ხალხმა ფული კი გააკეთა მაგრამ ბრაზილიურმა ფეხბურთმა ბევრი დაკარგა
დუნგა, ლეონარდო, ჟორჟინიო ამათი ჩამოთვლაც კი საკმარისია და რონალდაუ ვინ არის რომ არ წასულიყო

თან ეს ყველანი კარიერის პიკში წავიდნენ.
მაშინ როდესაც სელესაოს მოქმედი ფეხბურთელები და მთავარი დამრტყმელი ძალა იყვნენ.
მადლობა ღმერთს ახალმა თაობამ დროზე მოუსწრო და შეავსეს თავისუფალი ადგილები თორე ჯეი ლიგაში მოთამაშე კაცს უმაღლეს დონეზე მერე ბევრს ვერ მოსთხოვ.
ეს რონალდაუც მაგის მერე იკარგება მსოფლიო ფეხბურთისთვის, თორემ მთალად ღვთის გლახა არ უნდა ყოფილიყო

იმიტომ რომ სან-პაულოში აქვს ნათამაშები როცა სან-პაულო ერთი მეორის მიყოლებით ამარცხებდა მილანს და ბარსელონას.
მე მაქვს ბედნიერება მაგ გუნდის თამაში ლაივში მენახა მილანთან და მე მგონი მაგან გამხადა ბრაზილიის გულშემატკივარი.
იქ სულ რო სკამზე მჯდარიყო იმ დიდი გუნდის შემადგენლობაში ყოფნა უკვე საქმეა. ტელე სანტანა ტყუილად არ აიყვანდა იმიტომ რომ უდიდესი არჩევანი ქონდა.