rati nwtრანაირად იყო ყველაზე ცუდი მწვრთნელი

ეგ ის მწვრთნელი არ არის მაზინიოთი და მაური სილვათი რო მოიგო მუნდიალი

ან მაგის გაწვრთნილმა გუნდმა 2005 წელს არ დააფხრიწა არგენტინას თავზე ბურთი კონფერედაციის ფინალში.
მანდ წაგებას ქონდა შემდეგი მიზეზი.
გუნდის დამრტყმელი ძალა რომელიც წინა სეზონში ყოვლისშემძლე იყო მოედანზე მოულოდნელად ფორმიდან ამოვარდა.
რონალდინიოს მძიმე სეზონი ქონდა და გადაიღალა. უჩვეული იყო მისთვის ამდენი გადამწყვეტი თამაში ბარსაში.
რონალდო, ემერსონი, ადრიანო, კაფუ და რობერტო კარლოსი კი მოულოდნელად რეგრესირდენ. დარჩა მხოლოდ კაკა.
ეს შეიძლება შეამჩნია კიდეც პერეირამ მაგრამ არც დრო ეყო და არც გამბედაობა რომ ეს ხალხი შეეცვალა.
როცა კაცი ბერდება ზედმეტად კომპრომისული და ფრთხილი ხდება. კაფუს ფლანგზე მაიკონი ან სისინიო იმ წელს გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდნენ. ისევე როგორ ჟილბერტო ჯობდა (მხოლოდ 2005-2006 წელს ვგულისხმობ) უკვე მობერებულ კარლოსს.
ამან კიდე იფიქრა კარლოსმა რო ჩააგდოს თამაში საყვედურს ვერავინ ვერ მეტყვის რატო დააყენეო. აი ჟილბერტოს შეცდომას კი არ მაპატიებენო.
ამიტომ დააყენა კარლოსი და მაგასაც ყველაზე უდროო დროს მოუნდა გეტრის გასწორება.
შემოვიდა ჟილბერტო და გამოსწორდა ბოლო 15 წუთი სელესაოს თამაში, ზიდანიც აღარ ჩანდა უბრალოდ დრო არ ეყოთ.
ხოდა ეგრეა ნაკრების მწვრთნელო როცა ხარ გაბედული უნდა იყო.
პერეირაც მაგარი გაბედული იყო თავის დროზე მაგრამ სიბერეში დაუჩლუნგდა ეგ თვისება და მაგან დაგვღუპა.
თორემ როგორც მწვრთნელი და ტაქტიკოსი ძალიან ძლიერია.
დუნგაც გაბედული იყო და მოგწონდა თუ არა მისი გუნდის თამაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო მისი სელესაო.
რამდენიმე ცვლილება იყო უბრალოდ მაშინ საჭირო.
ფალანგებზე სისინიო/მაიკონი მარჯვნივ და ჟილბერტო მარცხნივ.
ემერსონის მაგივრად ჟილბერტო სილვა. მაშინ ემერსონი უფრო გაპიარებული იყო და უკეთესი ფეხბურთელიცაა საბოლოო ჯამში, უბრალოდ 2006 წელს ცუდ ფორმაში შეხვდა.
გამძორებული ადრიანოს მაგივრად ფრედი/ლუიშ ფაბიანო
ან სულაც რონალდოთი მარტო თავდასხმაში თამაში და მის უკან რობინიო-კაკა-რონალდინიო.
მაგრამ ესეთ გუნდს რომ წაეგო მაშინ მოშნად კრიტიკა შეხვდებოდა. ყველა ცნობილის მოედანზე შეყრით კი არც მწვადი დაწვა არც შამფური.
პერეირას ბრალი ეს ნაკლებად არის, იმ ხალხის ბრალია ვინც თითქმის ძალით დანიშნა ნაკრების მწვრთნელად.