JayWillDavid-Kakaკარგი იყო ვიცინე მაგრათ, კაცმა შეიძლება მე ყველაფერი დამაბრალოს და შემტენოს (რუსეთის აგენტობაც კი

) მაგრამ ვითომ ბრაზილიის ბალეშიკიაო ოდესმე თუ წავიკითხავდი არ მეგონა

ის რომ მარსელო იმიტომ არის დასაბანი ნაკრებში რომ ფაბრიგასს შეეხო ეს თქვენი ვერსიაა და მე არსად არ დამიწერია. ფაბრეგასის ადგილზე რო ყოფილიყო რობენი, რობერი, არშავინი თუ კარსტენ რამელოვი იგივეს დავწერდი და სწორედ იმიტომ რომ ბრაზილიის ნაკრებზე შემტკივა გული და არა რეალის ან ბარსელონას ბრაზილელ ფეხბურთელებზე.
წესით უნდა აცნობიერებდეთ იმას რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელობა დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. არ არის ესე ვიღაც ფეხბურთელმა კარგი დრიბლინგი გააკეთა ან მაგრათ დაარტყა და არიქა ნაკრებში. ამ ნაკრებს 180 მილიონი კაცი შეყურებს და მსოფლიოში კიდე 4 მაგდენი, ამიტომ როცა პრეტენზია გაქვს რომ ნაკრებში უნდა თამაშობდე კეთილი ინებე და ისე მოიქეცი რომ როგორც მინიმუმ ბავშვებს მოედანზე შენი ქცევით ცუდი მაგალითი არ მისცე და მოედნის გარეთ პირად ცხოვრებაში კიდე კისერიც გიტეხია.
რატო ვგულშემატკივრობთ ჩვენ ბრაზილიის ნაკრებს ?
იმიტომ რომ ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული თუ იმიტომ რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ ?
არც ერთი და არც მოერე არ უნდა იყოს წესით. დღეს ჩვენ გვაქვს მეტი ტიტული ხვალ შეიძლება გერმანიას ქონდეს გადავიდეთ იმათ მხარეს.
არც ფეხბურთელებშია საქმე. ზოგჯერ გვყავს ყველაზე ძლიერი ხალხი ზოგჯერ არა.
აქ მთავარი სხვა რაღაცაა და ჩემთვის პირადად ნაღდი გულშემატკივარი სწორეს ის არის (ეთნიკურ ბრაზილელებს არ ვგულისხმობ) ვინც სელესაოს ჟოგა ბონიტოს გამო გულშემატკივრობს.
ჟოგა ბონიტო კი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ნაიკის პაპსა სარეკლამო რგოლები.
მართალია თეორიულად ეს ყველაზე კარგად ტელე სანტანამ ჩამოაყალობა, მაგრამ ის ყოველთვის იყო ბრაზილიურ ფეხბურთში ცხონებული არტურა ფრეიდენრეიხან და სილვა ლეონიდასიდან დაწყებული.
ჟოგა ბონიტო შეცდომით ზოგს ქუჩური დაულაგებელი ფეხბურთი გონია, ძუძუზე ბურთის კენწვლით და თავქუდმოგლეჯილი შეტევით.
ამიტომაც ადანშაულებდნენ დუნგას (ნაწილობრივ უსამართლოდ, ნაწილობრივ სამართლიანადაც) იმიში რომ მან მთლიანად აქცია ამ პრინციპს ზურგი.
სინამდვილეში ჟოგა ბონიტო არა კონკრეტული ტაქტიკა ან მონახაზი არამედ საფეხბურთო ფილოსოფიაა.
რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
ფეხბურთი არის უპირველეს ყოვლისა თამაში (ჟოგა)
და ზეიმი (ფესტა)
შესაბამისად თუ თამაშია თამაში უნდა იყოს. ანუ ფეხბურთელი უნდა გავიდეს მოედანზე იმიტომ რომ სიამოვნებაა მიიღოს პროცესიდან. მოგება ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი მაგრამ არა მთავარი კომპონენტია. თუ მარტო მოგებაზე იფიქრე ჟოგა არ გამოგივა. ამიტომ უნდა იფიქრო თამაშზე და მოგება თავისთავად მოვა.
წარმოიდგინეთ ბავშვები რომლებიც თამაშობენ რაღაც თამაშს და ვინც მოიგებს იმას კანფეტს მისცემენ სხვებს არა. ბავშვებს თვითონ თამაში ავიწყდებათ და მოგებაზე და კანფეტზე ფიქრობენ. შესაბამისად თამაში ნელ-ნელა ჭინჭყლობაში გადაიზრდება და ბოლოს იმით მთავრდება რომ ყველა ბავშვი გამწარებული ღრიალებს.
იგივე შეიძლება მოუვიდეს და მოსდის კიდეც ფეხბურთს. ხალხი ხედავს ტიტულებს მოგებებს, ბევრ ფულს და ავიწყდებათ ყველაზე მტავარი რომ ეს მხოლოდ თამაშია.
ეს არ არის ომი სადაც სიკვდილ სიცოცხლის საკითხი წყდება.
და თუ ომში გამარჯვების მისაღწევად ყველა ხერხი შეიძლება იყოს დასაშვები აქ ესე არ გამოვა.
ამიტომ მოთამაშე ისე უნდა მოიქცეს როგორ მოთამაშე (კარგი, აზარტული, მიზანდასახული) და არა როგორც მებრძოლი.
მოწინააღმდეგე შენაირი ადამაინია, ის არც სამშობლოს გართმევს არც ქალებს აუპატიურებს და არც რჯულის შეცვლას გთხოვს.
ამიტომ ჟოგა ბონიტოს პრინციპი გულისწმობს მის პატივისცემას და გაფრთხილებას. ყველაზე უარესი რაც ჟოგადორმა შეიძლება ჩაიდინოს ეს არც პოზიციური შეცდომა და არც საკუთარ კარში გატანილი გოლია.
ეს არის სხვა ფეხბურთელისთვის მიყენებული ტრამვა.
ფეოლას ნაკრები ყოველთვის ლოცულობდა თამაშის წინ და ამ ლოცვაში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები იყო.
ღმერთო დაიფარე ჩვენი მოწინააღმდეგეები ტრამვებისაგან.
არ ვიცი ყველა ფეხბურთელი რომ გულწრფელად ფიქრობდა თუ არა ესე შეიძლება ალალი გარინჩა კი და შედარებით თესლი პელე არა, მაგრამ ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ პრინციპს რაც იყო არის და იქნება ბრაზლილურ ფეხბურთში.
არ იქნება ჟოგა ბონიტო აღარ იქნება ბრაზილიური ფეხბურთი. მოკვდება.
უხეშობა ბრაზილელებმა რო იციან ევროპაში მონაგონია. გასაკვირი არც არის. უმეტესობა ფეხბურთელებისა კრიმინალური უბნებიდან წამოსული პაცანები არიან, რომლებიც სასწაულით გადარჩნენ ქუჩურ გარჩევებს, სროლებს, 1000 ჩხუბს და ამ ეტაპამდე მოაღწიეს.
ამიტომაც სერია ა ყოველთვის უხეში ჩემპიონატი იყო, მაგრამ იცოდნენ რა მთავარი სელესოა ყოველთვის უპირისპირდებოდა ამას.
და ახერხებდა წარამტებით იმიტომ რომ იყო მესიჯი. არის ზღვარი ხისტ თამაშ და შეგნებულ უხეშობას შორის. თუ აპორნი ზონაში თამაშობ ხისტი თამაში შენთვის დასაშვებია, მაგრამ როგორც კი შეგენებულ უხეშობაზე გადახვალ ავტომატურად სელესაოს კარი შენთვის იკეტება.
და ესე ბევრს მიკეტია, ბევრი დაბანულა და მერე თუ თამაშის ხარისხი და ხასიათი გამოუსწორებია ისევ მოუწვევიათ.
სელესოას ხევისბერი გოჩა არ მართავს რომ ვიღაც თემიდან სამუდამოთ მოკვეთოს, მაგრამ თავისი სელექციური პოლიტიკით ცდილობდნენ და დღესაც უნდა!!! ცდილობდნენ თავისი ქვეყნის ფეხბურთი ჟოგა ბონიტოს კალაპოტიდან არ ამოვარდეს და ნაკრებს როგორც მაგალითის მიმცემს (თან 5 გზის ჩემპიონს) დიდი ძალა აქვს.
მექანიზმი შემდეგია. თუ ბრაზილიურ ფეხბურთში რამე უმსგავსობა იკიდებს ფეხს, ამ უმსგავსობას შედეგიც რო მოქონდეს სელესაოს მთავრი მწვრთნელი ღიად აკრიტიკებს.
და მერე ნაკრებში აღარ იწვევენ. თუ ფეხბურთელია უშუალოდ ფეხბურთელს, თუ გუნდია მთლიანდ გუნდს უკეთებენ იგნორს.
მაგალითი პირველი
სკოლარი და გრემიო
90-იანი წლების შუა რიცხვებში როცა ბოსმანის კანონი ჯერ კიდე კარგათ ვერ მძვინვარებდა გრემიო ბრაზილიის და საერთოდ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო. სკოლარი მაშინ აწვებოდა მიდგომას მიზანი მართლებს საშუალებას და ზოგჯერ პირდაპირ მოუწოდებდა თავის ფეხბურთელებს უხეშობისკენ. შედგია დაიდო ძალიან კარგი კოპა ლიბარტადორესი და + საკონთინანთაშორისო თასი წაგებული ფანტასტიკურ აიაქსთან მხოლოდ პენლების სერიაში. მიუხედავად იმისა გრემიოს ფეხბურთელებს ნაკრებს იმ წლებში არ აკარებდნენ. გავიდა დრო სკოლარიმ მიდგომა შეცვალა და სხვანაირი თამაშითაც დადო შედეგები. სწორედ ამიტომ მოიწვიეს ნაკრებში თუმცა იმ გრემიოს ყოველთვის ცუდად უხსენებდნენ.
მაგალითი მეორე
ედილსონი
90-იანი წლების ბოლოს კორინთიასნში თამაშობდა ძალიან საინტერესო თავდასხმელი ედილსონი, რომელმაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და შესაბამისად მოიწვიეს კიდეც სელესაოში 99 წლის კოპასთვის. ეს არავის გაუკრიტიკებია რადგან ყველა თვლიდა რომ ედილსონი ამას იმსახურებდა. რონალდოს და ამარუზოს მერე მესამე თავდასხმელი სწორედ ის უნდა ყოფილიყო და სხვა არავინ.
ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე პალმეირასი კორინთიანსი თამაშის დროს (პირველი თამაში 2:2 და მოერეს კორინთიანსი 3:0 იგებდა) ედილსონმა დასცინა პალმეირასს. განსაკუთრებული არაფერი არ უქნია.
იმედგაცრუებული პალემეირასის ფეხბურთელები აღარ აპრესინგებდნენ და ამანაც ადგა და მოედნის ცენტრში სამჯერ აკენწლა ბურთი და მერე კისერზე გაიჩერა. ამან გააღიზიანი პალმეირასი მივარდნენ ედილსონს და აიწია ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩხუბი. თუმცა ედილსონს ხელიც არ გაუნძრევია. მას სამი კაცი გამოეკიდა ამიტომ უბრალოდ გასახდელისკენ გაიქცა.
ფედერაციამ თმელი პალმეირასი დაბანა მაგრამ სელესოამ ედილსონი.
ლუქსემბურგომ თქვა ეს კაცი მასხარაა და მისი ადგილი სელესაოში არ არის. მის მაგივრათ კი რონალდინიო აიყვანა.
ეს დიდი რისკი იყო, გუნდი 4-4-2 ტაქტიკით თამაშობდა და რონალდო-ამარუზოს სრულფასოვანი შემცვლელი ფაქტიურად გუნდში არ იყო. ბავშვი რონალდინიო რომელსაც ბრაზილიის დონეზეც კი არ ქონდა თამაშის წესიერი გამოცდილება იმდროინდელ ედილსონს ვერც შეედრებოდა და ფაქტიურად რომელიმეს ტრამვის შემთხვევაში გუნდი უთავდასხმელოდ რჩებოდა/
მაგრამ ამ ქცევით სელესოამ მესიჯი გაუგზავნა მთელ ბრაზილიურ ფეხბურთს. არ დავინახო მეტოქის უპატივცემლობა მოედანზე. ფაქტია იმის მერე მე ვერ ვიხსენებ რამე მსგავსი მოხდარიყოს.
ედილსნმა კი გააგრძელა კარიერა მაიმუნობის გარეშე ტიმაოში, რეალსაც შეუსრულა დუბლი 2000 წელს და როცა ასე თუ ისე ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბდა მუნდიალზეც წაიყვანა სკოლარიმ.
თუ სწორედ მახსოვს სამი თამაში ითამაშა კიდეც ცვლილებაზე შემოდიოდა.
ის რაც მარსელომ გუშინწინ გააკეთე (არა იმიტომ რომ ფაბრეგასს და ბარსასთან) არის ორმაგად ცუდი.
ერთი რომ მიზანმიმართული გაბრაზებული ბავშვის საქციელია, რომელსაც კაცი არ უნდა აკეთებდეს. ესე იგი ვერ ვიგებთ და ამის დედაც ფაბრეგასი მაინც დავამტვრიოო.
მაგრამ თუ ვინმე იტყვის რომ ეს ძალით არ უნდოდა მაშინ უდიდეს არაპროფესიონალზმთან გვაქვს საქმე.
არც ბოღმა, არც არაპროფესიონალზმი და არც უხეშობა არ არის ჩვენი პრინციპები.
ამიტომ ეს კაცი დროებით უნდა მოშორდეს ნაკრებს და აიხსნას რატო კეთდება ესე.
ეს ბრაზილიური ფეხბურთისთვის იქნება კარგი და ამ შემთხვევაში რეალიც მაგრათ მკიდია მე და ბარსაც.
და თუ იცით ჩემი პოსტები შეამჩნევდით რომ მინდოდა მისი ნაკრებში ხილვა. ეხლა არ მინდა, იმიტომ რომ მაურინიო მაგას არ დასჯის და თუ სელესაოშიც არ დასაჯეს დარჩება ესეთ გაბრაზებულ ბავშვათ მუდმივად.
თუ დაისაჯა კიდე გამოსწორების შანსი მეტია.
მაურინიო მიდგომას აწვება რომ რეალს მსაჯები ჩაგრავენ. გინდა არ გინდა ეს მსაჯებზე მოქმედებს და რეალის ფეხბურთელებს იმაზე მეტი უხეშობის უფლებას აძლევენ ვიდრე წესი და რიგია.
ხოდა მუნდიალზე არც მაურიონიო იქნება და არც რეალი.
სელესოას ყველა გამადიდებელი შუშით დააკვირდება, აბა სახლში თამაშობენ და მსაჯები ხო არ ეხმარებიან.
ხოდა თუ გააგრძელა მარსელომ ესეთი მიდგომით თამაში დავრჩებით 10 კაცით სადღაც 1/4 ფინალის ეტაპზე და თქვენ თუ ეგ გხიბლავთ მე ნაღდად არა
სახლში წაგებულ მუნდიალს მერე არც პორკე პორკე ძახილი უშველის და არც ირონიული ღიმილი