chioreliმიჰქარეს

გოლი არ ჩაუთვალეს ბრაზილიას.
პორტუგალიაზე ექსპერტათ ვერ გამოვდგები იმიტომ რომ მარტო ფინალში ვუყურე ამ ნაკრებს, მაგრამ საკმაოდ კარგი გუნდის შტაბეჭდილება დატოვა.
ასე რომ თქვენც იმედიანათ უნდა იყოთ.
ბრაზილიამ რაშიც აჯობა ეს იყო გრძელი სკამი. შემოდიან დუდუ და ნეგუება და ფაქტიურად ახალი თამაში იწყება, ესეთი ფუფუნება არცერთ ნაკრებს არ ქონდა.
შეიძლება საინტერესო ფაქტი მოხდარიყო ამ ტურნირზე. პორტუგალია ისე გამხდარიყო ჩემპიონი რომ 1 ბურთიც არ ქონოდა გაშვებული საკუთარ კარში.
ესეთი რამ ბრაზილიამ უკვე ქნა 1985 წელს და ვინ თუ არა ტაფარელი იყო მაშინ სელესაოს მეკარე. 6 თამაში 0 გოლი უნიკალური შედეგია.
ვინ გაქაჩა მოგებული გუნდებიდან მერე და ვინ ააწყო წარმატებული კარიერა როგორც ნაკრების ისე კლუბის დონეზე.
1983 წელი
ამ გუნდიდან 11 წლის მერე სამი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და სამივემ უდიდესი როლი ითამაშა დუნგა, ბებეტო და ჟორჟინიო.
1985 წელი
მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდულმა სელესაომ ტრიუმფალურად ჩაატარა ტურნირი და ყველა გუნდს აშკარად აჯობა ამ თაობამ განსაკუთრებულად ვერ გაამართლა.
ერთადერთი ისევ ტაფარელის გამოყოფა შეიძლება.
ასევე მილერი. ეს 90-იან წლებში ბრაზილიაში უმაღლესი კლასის ფორვარდი იყო და სან-პაულოში მშვენიერი სეზონები ქონდა ტელე სანტანას დროს.
თუმცა ნაკრებს ვერ გამოადგა.
განსაკუთრებით ეშინოდა არგენტინის ნაკრების კარში გოლის გატანა.
90 წლის მუნდიალზე და 93 წლის კოპაზე უამრავი მომენტი გაატანა ქარს.
მეტნაკლებაც ცნობილი გახდა ანტონიო კარლოსი იგივე ზაგო. 99 წლის კოპას ჩემპიონი.
1993 წელი.
დიდა არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა ბრაზილიის ნაკრებში.
ჟარდელს დიდი კონკურენციის გამო შანსი არ მიეცა პირველ გუნდში ბევრი ეთამაშა ისევე როგორც მარსელინიოს.
2003 წელი
დანი ალვეში
დანიელ კარვალიო, დუდუ მეტი შეეძლოთ რუსეთში რომ არ წასულიყვნენ
ნილმარი
ბრაზილიის ჩემპიონატში არა უშავს რა თამაშობენ კლებერი და ანდრეზინიო
ფერნანდინიომ სულ ცოტა ხნის წინ ითამაშა ნაკრებში მაგრამ წარუმატებლად
ასევე ძალიან კარგი მეკარეა ჯეფერსონი რომელიც ბოტაფოგოში თამაშობს.
ეხლანდელმა თაობამ რომ უფრო მეტად გაქაჩოს უფრო ნაყოფიერი ნიადაგია.
როგორც იქნა მოწესრიგდა ბრაზილიის ჩემპიონატის ჩატარების შიდა სისტემა და კლუბებიც გაცილებით გამდიდრნენ.
მათ უკვე ფულით შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია რუსულ და უკრაინულ გუნდებს, აღარაფერს ვამბობ ევროპის საშუალო დონის კლუბებზე.
წესით თავქუდმოგლეჯილი გაქცევა საზღვარგარეთ აღარ უნდა იყოს და ვნახოთ რა იქნება.