ძალიანაც კარგი დარჩეს იქ სადაც არის.
პორტუ საერთოდ ძალიან კარგი გუნდია ბრაზილიელებისთვის, მშვენიერი სელექცია გამოსდით და ბევრი მანამდე უცნობი ბრაზილელი ფეხბურთელს რომელიც პორტოში მოვიდა ძალიან დიდი პროგრესი ქონდა.
ავიღოთ თუნდაც დეკო
პეპე
და ჰალკი
მაგრამ როდესაც უკვე ცნობილი ბრაზილელი ფეხბურთელი რომელმაც მოახერხა და იპოვა თავის თამაში მოდის პორტუში ეს არც თუ ისე კარგია.
ცნობილი მაგალითები
დიეგო
ლუიშ ფაბიანო
ანდერსონი
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ პორტუგალიის ჩემპიონატი არ არის ბრაზილეიროს დონის, მაქსიმუმ 6 რთული თამაში შიდა ჩემპიონატში ბენფიკა, სპორტინგი და კიდევ არის ხოლმე ბრაგა/ბოავიშტას დონის გუნდები რომლებიც პერიოდულად კარგ ფეხბურთს თამაშობენ.
+ რომელიმეს შეიძლება თასზე გადაეყარონ
და მაქსიმუმ 10 თამაში საშუალოდ ევროთასზე.
ანუ მაქსიმუმ 20 რთული თამაში სეზონში.
თუ გავითვალისწინებთ რომ მთლიანად სეზონს მარტო კრისტიანო რონალდო თამაშობს ხოლმე (არ იტრამვება როგორც წესი), გამოდის ჰა-ჰა 16-17 თამაში სეზონში.
ეს კი ცოტაა ფეხბურთელის პროგრესისთვის.
იგივე ინტერში ესეთი უხეში გათვლით დამიაოს გამოუვა
ბრაზილეირო-გრემიო, ფლამენგო, ფლუ, ბოტაფოგო, პალმეირასი, კორინთიანსი, სან-პაულო, ატლეტიკო პარანანსე, კრუზეირო, სანტოსი, ვასკუ
ეს გავამრავლოთ ორზე 22 რთული თამაში
+ ურთულესი გასვლები თუნდაც იგივე ბაისთან, კურიტიბასთან და ავაისთან.
ესაც შენი 25.
დავამატოთ ბრაზილიის თასი
ლიბერტადორესის და კოპა სუდამერიკანას გათამაშებები.
მინიმუმ ერთ ტურნირს აუცილებლათ ითამაშებს ინტერი
და რაც მთავარია შიდა შტატის დერბი გრემიოსთან, სადაც როგორც წესი ორჯერ მაინც ხვდებიან გრემიოს.
გრემიო-ინტერი რას ნიშნავს ამას ამ თემაში მე მგონი ახსნა არ ჭირდება.
მოკლედ სეზონში 40 რთული თამაში თავისუფლად გროვდება.
ვთქვათ გაუცდა რაღაც ნაწილი 30.
ანუ ორჯერ მეტი ვიდრე პორტუში.
ხოდა ეხლა სად ჯობია ითამაშოს დამიაომ ბრაზილიის ნაკრებისთვის დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ
This post has been edited by babaiaro on 24 Aug 2011, 11:49