მოკლედ გუშინ სელესაო რაღაცას გავდა
საკმარისია დააყენო ნორმალური ცენტრფორვარდი და მოაშორო ანდრეს სანტოსი და გუნდი იწყებს იმ ფეხბურთის მიმსგავსებულ თამაშს რისთვისაც ჩვენ მოგვწონს ბრაზილიური ფეხბურთი
კიდევ უფრო გულდასაწყვეტია რომ იგივე შემადგენლობა თავისუფლად შეიძლება გვყოლოდა კოპა ამერიკაზე და კიდევ ერთი ტიტულის დადება თავისუფლად შეიძლებოდა
რაც არის არის, მთავარია გუშინ განასთან გამოჩნდა რომ ჯერ კიდევ რაღაც შეგვიძლია
საქმე არ არის ანგარიშში. 1:0 განას (რომელსაც 4 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა) შეიძლება ნაკრებმა კი არა ვასკო დე გამამ მოუგოს
მთავარია ის ფეხბურთი რომელსაც გუნდი გარკვეულ მომენტებში თამაშობდა და იმედია რაც დრო გავა და უფრო მეტად შეთამაშდებიან და ამ ასპექტში კიდე მოუმატებენ.
მარცხენა ფლანგი გაძლიერდა ნეიმარი-რონალდინიო-მარსელოს წყალობით.
მარჯვნივ ასე თუ ისე დანი ალვეში ნორმალურად გამოიყურება და ეს ფლანგი არც არის პრობლემა, ბოლოს და ბოლოს მაიკონს დააყენებს კაცი.
ფლანგებს საკმაოდ ვწელავთ. გუშინ ცუდია რომ კარგი დრიბლიორი არ გყავდა თორე ამ კოზირს საკაიფოდ გამოვიყენებდით. საბედნიეროდ ლუკასს ამის პერსპექტივა აქვს.
ელიაშის მაგივრად ლუკასი რო ყოფილიყო ეს იქნებოდა იდეალურთან მიახოლოებული შემადგენლობა.
ჰალკი ძალიან ფლანგისკენ იწევს, და როცა განელები წინ ადიოდნენ უკან ერთი ჰექტარი ფართობი რჩებოდა, სამაგიეროდ საკუთარ ნახევარზე სიმჭიდროვეს ქმნიდნენ და მერე ფიზიკური ძალისა და ზოგჯერ უხეშობის წყალობით წინ არ გვიშვებდნენ. ამ დროს ლუკასის ტიპის ფეხბურთელი საკაიფო სასტარტო სისწრაფით და კარგი დრიბლინგით მისწრება იქნებოდა.
თან გუშინ ძალიან კარგი შანსი იყო ამის გასაკეთებლათ, რადგან განელები 10 დარჩნენ და ერთი საყდრენით თამაში თავისუფლად შეიძლებოდა.
მითუმეტეს ლეივა გუშინ კარგი იყო.
მოკლედ მაინც სირია მენეზესი იმჰო
მაგრამ როცა გუშინდელ თამაშს უყურებდი იმას მაინც იგრძნობდა კაცი რო სელესაო თამაშობს.
ეს არის რონალდინიოს და დამიაოს დამსახურება
მატჩის შემდეგ მომიხოლვას ვუყურე სადაც საკმაოდ დეტალურად გაარჩიეს თამაში
შემდეგი დასკვნები დაიდო:
1. განელი გასაგდები იყო. როცა პირველი ყვითელი ბარათი მიიღო იმის მერე მსაჯმა კიდევ ორჯერ გააფრთხილა სიტყვიერად და მხოლოდ ამის მერე აჩვენა მოერე ყვითელი.
2. არჩათვლილი გოლი არ იყო თამაშგარე. ანუ არაოფიციალურად დამიაომ დუბლი შეასრულა

მე კიდე ვფიქრობ რომ პატოს 9 ნომრათ თამაში არ შეიძლება არაფრით
არ აქვს ის სკილები რაც ცენტრფორვარდს უნდა ქონდეს
თუ დადგება სასტავში ან რონალდინიოს ან ნეიმარის მაგივრათ უნდა ითამაშოს
ხოლო დამიაოს მაგივრად (თუ ტრამვაა აქვს, თორე სხვა შემთხვევაში გამოცვლის მიზეზს ვერ ვხედავ) ისევ ნილმარი ჯობია ან თუ მთლად გაჭირვებაა რაფაელ მაურა და არა ფრედი
* * *