ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მანო მენეზეშმა გუნდის 2 შემადგენლობა დაასახელა. პირველით, რომელიც მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მენეზეში 29 სექტემბერს არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მე-2, სრულყოფილი შემადგენლობით, ბრაზილიელები კოსტა რიკასთან და მექსიკასთან ამხანაგურად ითამაშებენ.
განაცხადი არგენტინასთან მატჩისთვის
მეკარეები: ჟეფერსონი (ბოტაფოგო), რაფაელი (სანტოსი);
მცველები: დანილო (სანტოსი), მარიო ფერნანდესი (გრემიო), ბრუნო კორტესი (ბოტაფოგო), კლებერი (ინტერნასიონალი), დედე (ვასკუ და გამა), რევერი (ატლეტიკო მინეირო), როდოლფო (სან პაულუ), ემერსონი (კორიტიბა);
ნახევარმცველები: რალფი, პაულინიო (ორივე კორინთიანსი), კაზემირო, ლუკასი (ორივე სან პაულუ), რომულო, დიეგო სოუზა (ორივე ვასკუ და გამა), ელკესონი (ბოტაფოგო), ოსკარი (ინტერნასიონალი);
თავდამსხმელები: ნეიმარი, ბორჟესი (ორივე სანტოსი), ფრედი (ფლუმინენსე), რონალდინიო (ფლამენგო).
განაცხადი კოსტა რიკასთან და მექსიკასთან გასამართი მატჩებისთვის
მეკარეები: ჟულიო სეზარი (ინტერი, იტალია), ჟეფერსონი (ბოტაფოგო), ნეტო (ფიორენტინა, იტალია);
მცველები: დანი ალვეში, ადრიანო (ორივე ბარსელონა, ესპანეთი), ფაბიო (მანჩესტერი, ინგლისი), მარსელო (რეალი, ესპანეთი), რევერი (ატელტიკო მინეირო), ტიაგო სილვა (მილანი, იტალია), დავიდ ლუისი (ჩელსი, ინგლისი), დედე (ვასკუ და გამა);
ნახევარმცველები: ლუკას ლეივა (ლივერპული, ინგლისი), ფერნანდინიო (შახტარი, უკრაინა), სანდრო (ტოტენჰემი, ინგლისი), ლუის გუსტავო (ბაიერნი, გერმანია), ლუკასი (სან პაულუ), ელიასი (სპორტინგი, პორტუგალია), ოსკარი (ინტერნასიონალი), ერნანესი (ლაციო, იტალია);
თავდამსხმელები: ნეიმარი (სანტოსი), ფრედი (ფლუმინენსე), რონალდინიო (ფლამენგო), ჟონასი (ვალენსია, ესპანეთი), კლებერი, ჰალკი (ორივე პორტუ, პორტუგალია).
http://worldsport.ge/Read.aspx?news=25537&lang=1არა უშავს, მაგრამ შესანიშნავ ფორმაში მყოფი დამიაო რატო არაა ვერ გავიგე...
ხო ბორჟესის გამოძახების დრო კი ნამდვილად იყო დამდგარი, მარა ფრედი ვინაა?
This post has been edited by beqa331 on 23 Sep 2011, 11:31