მოკლედ ამ ამხანაგურებმა ის დაგვნახა რაც გვინდოდა.
ჰალკი და ერნანდესი ნაკრების ხალხია. ანუ მთლად ტყილად არ უთამაშიათ აფრიკაში. იმას არ ვამბობ რომ ინგლისი/ესპანეთის დონის გუნდებთან შეხვედრა უკეთესი არ იქნებოდა მაგრამ რაღას იზავ ესაც საქმეა.
მეტის განხილვის ღირსი ეს მინი ტურმე არც არის რადგან ამ ორს + დავიდ ლუისს, დიეგო და დანი ალვეშებს თუ არ ჩავთვლით ფაქტიურად III ნაკრებით ვიყავით.
ამ სასტავს კოპა როკაზე მოთამაშე სელესაო ფორით ჩახდიდა

ეხლა საინტერესო ინფორმაცია.
2003 წელს ბრაზილიის სერია A-ში სეზონის განმავლობაში შეიცვალა 41 (!!!) მწვრთნელი
შემდეგ ესეთი მდგომარეობა იყო
2004-39
2005-37
2006-28
2007-25
2008-27
2009-23
2010-31
2011-11
ტენდენცია აშკარად მოდის კლებისკენ. თუ 2010 წელს არ ავიღებთ, მაგრამ როგორც წესი ესეთი გამონაკლისები მხოლოდ წესს ადასტურებენ ხოლმე.
ესე იგი რა გამოდის.
ბრაზილიის სერია A წლიდან წლამდე უფრო ლაგდება და ემსგავსება თავმოყვარე ჩემპიონატს.
გუნდებს მწვრთნელებთან გრძელვადიანი გეგმები აქვთ, სპონტანურ გადაწყვეტილელბებს ნაკლებად იღებენ.
+ უფრო მეტს ფულს ხარჯავენ და ვარსკვლავებსაც შიდა ჩემპიონატში უფრო დიდხანს აჩერებენ.
რასაც ვამბობ შეიძლება სუბექტურია და ფაქტებით ვერ დავამტკიცო მაგრამ 2011 წლის სეზონი გაცილებით უფრო კარგია ვიდრე იყი 2009.
თავის მხრივ 2009 ჯობდა 2004-ს.
თუ ესე გაგრძელდა ლოგიკურად 2014-15 წელს უფრო სასიამოვნო სანახავი იქნება ყველაფერი.
ანუ როგორც იქნა დაადგა საშველი ბრაზილიის ჩემპიონატის პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატათ ქცევას.
გვირაბის ბოლომდე შორია მაგრამ სინათლე მოჩანს