“რეინჯერსი” მესამე დივიზიონისთვის გაიმეტეს
13.07.2012 18:23
შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გლაზგოს “რეინჯერსი”, რომელსაც გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში ჰყავს, ახალ სეზონს ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში დაიწყებს.
BBC-ის ინფორმაციით, ამ კლუბის ბედი შოტლანდიური კლუბების წარმომადგენელთა შეხვედრაზე გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ “რეინჯერსი” გაკოტრდა, რის გამოც მისი ბედი შოტლანდიის პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს და მას უძლიერესთა შორის დარჩენის უფლება არ მისცეს. ამჯერად უნდა გადაწყვეტილიყო, თუ რომელი ლიგაში დაუშვებდნენ გლაზგოელებს.
30 შოტლანდიური კლუბის წარმომადგენლებმა, ამ საკითხს კენჭი უყარეს და უმრავლესობამ მხარი “რეინჯერსის” მესამე ლიგაში გამოსვლას დაუჭირა - ასეთ გადაწყვეტილებას ხმა 18-მა კლუბმა მისცა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=38795&lang=1