იმ დროს როდესაც შოტლანდიურ ფეხბურთს აღარავინ განიხილავს სერიოზულად - მარიბორებთან ვარდებოდნენ. რეინჯერსმა მოახდინა სასწაული. დადეს შედეგი, რომელიც სელტიკ/ რეინჯერსმა თავიანთ საუკეთესო წლებში ვერ მოახერხეს.
რეინჯერის სულისკვეთება და თავგადასავალი:
გუნდი გაკოტრდა.
ოფიციალურად ბანკროტად გამოცხადდა სადღაც 2013 წელი იყო.
გავარდნენ მე-4 ლიგაში. ყველაფერი დაიწყეს თავიდან, იწვალეს და ამოვიდნენ პრემიერშიფში, სადაც სელტიკს გაფენილი ჰყავდა ყველა შოტლანდიური კონკურენტი, წაუგებლად იგებდა ჩემპიონატს.
საბოლოოდ სელტიკთან ამხელა ჩამორჩენაც ამოქაჩეს და მოიგეს პრემიერშიფი.
წელს უკვე ევროპა ლიგის ფინალში არიან.
ამ გუნდის აწყობაში მთავარი დამსახურება აქვს სტივენ ჯერარდს და აგრძელებს ჯოვანი ვან ბრონხოშტი