MuFaSiTO
Old Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 238
წევრი No.: 34830
რეგისტრ.: 13-May 07
|
#26649025 · 27 Jul 2011, 10:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ მოგებას, კარგი თამაში იყო, შევაჯამოთ შედეგები:
რაც მთავარია ტემპი იყო ძალიან მაღალი, ამით იუვეს თამაშებში არც თუ ისე განებივრებული ვართ, იყო გახსნილი თამაში ორმხრივი შეტევებით, დაცვას ყოჩაღ, კარგად ითამაშეს (თუ არ ჩავთვლით 1-2 მცირე შეცდომას), კიელინი თანდათან ყალიბდება მსოფლიო დონის მცველად, როგორიც იყო კანავარო, სტამი და ა.შ. ფაქტიურად შეუცდომელია და ესმის პოზიცია როგორ დაიკავოს, როგორც მაღალ ბურთზე, ისე დაბალზეც, ხამივით არ არის, როგორც სხვა მცველებს ჩვევიათ (მივარდებიან ხოლმე თავდასხმელებს და ხშირად მოტყუებულემი რჩებიან . . . მაგ: პუიოლი). დაცვის ხაზის ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. კონტეს ხელი ეტყობა გუნდს აშკარად, როგორც ტაქტიკურად, ისევე თამაშის სტილითაც, თუ მართლა ის შემოგვთავაზა რასაც გვპირდება, თამაშის ხარისხი აშკარად გაიზრდება, შეტევები მოიმატებს, და სანახაობრივად გაცილებით უკეთეს თამაშებს შემოგვთავაზებს ბიანკონერო. განსაკუთრებით მომეწონა ცენტრი, პორლო-მარკიზიოს დუეტი, პირლო რო პროფესორია ყველამ ვიცით, ეს მილანშიც და იტალიის ნაკრებშიც ბევრჯერ დაამტკიცა, აშკარად მოერგო იუვეს ტაქტიკას. მახსოვს ზიზუ რო მიდიოდა ვიძახოდით მაგის შემცვლელს ვერ ვნახავთო, ხოდა გამოჩნდა ნედვედი, რომელმაც ზიზუს სტილი მართალია ვერ ითამაშა, მაგრამ მისი შემცვლელი ნამდვილად იყო იუვეში, გაცილებით სხვანაირი თამაშით, ზიზუ შეცვალა და ის ადგილი შეავსო რომელიც ზიზუს მერე გამოცარიელდა. ნედვედი რო წავიდა, იგივეს ვფიქრობდით, მაგრამ მოიყვანეს დიეგო, რომელსაც შეეძლო ნედვედის ადგილი ამოევსო, მაგრამ მწვრთნელის არასწორმა გადაწყვეტილებებმა სამწუხაროდ მიგვიყანა ცუდ შედეგამდე, დიეგო გაუშვეს, ხოდა . . .ეხლა მოვიდა პირლო და ამ პირველი თამაშიდან აშკარად იგრძნობა მისი სტილი, უშეცდომოა ფაქტიურად პასებში, ჩაშლაშიც მაგარია და შეტევების ორგანიზებაშიც, ჩემი აზრით პირლოზე აეწყობა ნახევარდაცვა და ყველა შეტევა წამოვა პირლოდან, როგორც მილანში იყო, და იტალიის ნაკრებში. რაც შეეხება მარკიზიოს, თუ დააკვირდით მელოს ადგილი აქვს ფაქტიურად, უფრო ხისტად თამაშობს, შეტევების ჩაშლაშიც ძალიან მაგარია, ბურთის გათამაშებაშიც მშვენივრად ეხმარებოდა პირლოს. რაც შეეხება შეტევას, გამოვიდა რომ ფაქტიურად სამი ნომინალური ფორვარი გვყავდა, ამან მოგვცა ის შედეგი რომ საკმაოდ ბევრი შეტევა ვნახეთ, არა მარტო წამოწყებული შეტევები, არამდე კონტრშეტევებიც, რეალიზაციას რაც შეეხება, შეიძლებოდა კიდევ გასულიყო რამოდენიმე ბურთი, მარა . . . მაგაზე მოუწევთ მუშაობა, რეალიზაცია არის მთავარი, მაშინ ხარ მაღალი კლასის გუნდი როცა რეალიზაცია შეგიძლია მომენტების, ბევრი თამაში მახსოვს ტოპ გუნდების, უამრავი გამოუყენებელი მომენტი ქონიათ თამაშში და მერე ის თამაში წაუგიათ. მოკლედ რეალიციის მაჩვენელი უნდა გაზარდონ თუ გვინდა მომავალ სეზონში ჩემპიონობა დავდოთ. ალექსა ფენომენია, თავის სტილში ათამაშებდა ბურთს, ფლობაც ისევ ისე შეუძლია და პასების განაწილებაც, მოკლედ ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი რომ 1-2 წელი დარჩეს და მაღალ დონეზე ითამაშოს. მატრის თამაშიც მომეწონა, კარგი ნომინალური ცენტრფორვარდია, პასკუატოს მენი მენი რესპექტს, კარგი ბიჭი ჩანს, მეტი სათამაშო გამოცდილება ჭირდება.
მოკლედ მგონი ძალიან ბევრი დავწერე, ერთი თამაშით მაინც ვერ გამოიტან დასკვნებს თუმცა საკმაოდ კარგი თამაში გვაჩვენა ორივე გუნდმა, ამერიკაზეც შემიძლია ვთქვა რომ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის, საკმაოდ ტექნიკურები და სწრაფები, ტოლს არაფერში უდებდნენ იუვეს.
სანამ სეზონი დაიწყებიოდეს კიდევ არის საჭირო 1-2 სატესტო მატჩები, არა ტოპ გუნდებთან არამედ საშუალო დონის გუნდებთან, და იმედი მაქვს რომ რასაც კონტე გვპირდება, იმ სტილით აათამაშებს ბებერ ქალბატონს, ევრო თასებზე არ ვართ, მთელი აქცენტი გაკეთდება სერია ა-ზე და დიდი ალბათობაა ჩემპიონებიც გავხდეთ წლის ბოლოს. მე მჯერა კონტესი . . . წარმატებას ვუსურვებ
--------------------
Forza Italy, Forza Juve, Forza Ferrari
|