"არსენალის" ხელმძღვანელობის თავჯდომარე პიტერ ხილ-ვუდი "ბარსელონას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ ესპანელი ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი.
ხილ-ვუდის თქმით კატალონიელებს ერთხელაც არ შეუთავაზებიათ "არსენალისთვის" სასურველი თანხა ესპანელის სანაცვლოდ.
"ესპანელები უკვე წელიწად ნახევარია დროს წელავენ. ბურთი მათ მხარესაა და მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ იმოქმედონ. გადაგვიხადონ ჩვენს მიერ დასახელებული თანხა ", - განცხადა ხილ-ვუდმა.
შეგახსენებთ, რომ "არსენალი" ფაბრეგასის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს და ტიაგო ალკანტარას ითხოვს.
მომზადებულია The Daily Star-ის მიხედვით
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...-ar-thmobs.htmlმაინც დადებთ ამ სურათს და მე დაგასწრებთ

* * *
პიკე: გვარდიოლას ჩვენზე უდიდესი გავლენა აქვს
- მაინც რა გითხრათ ამისთანა თასის ფინალის შემდეგ?
- გვითხრა, რომ ჩვენ ისევ ის გუნდი ვიყავით, იმავე ნიჭით და თუკი გავაგრძელებდით ძველებურად მუშაობას, საუკეთესონი ვიქნებოდით. მართლაც და, ჩვენ ეს "ბერნაბეუზეც" დავამტკიცეთ და "კამპ ნოუზეც".
დანარჩენი იხილეთ აქ
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...vlena-aqvs.html დიდია და გვერდი გაიწელება
ალკანტარა: წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიარო
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია თავის პროფესიულ კარიერაში განვითარებული მოვლენებით. ფეხბურთელი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, კატალონიელთა რიგებში ბოლო დროს ჩატარებულ მატჩებში კი შთამბეჭდავი თამაშით გამოირჩა.
"ყოველ დილით საკუთარ თავს იმას ვეუბნები, რომ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. ამასთან, ყველაფრის მოგება მინდა, რისიც კი შეიძლება. თუმცა, აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ წინსვლა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება.
საბედნიეროდ, საუბრები იმაზე, თითქოს მე "ბარსელონას" დატოვება მსურს, დასრულდა და ახლა შემიძლია საკუთარ ამოცანებზე კონცენტრაცია დამშვიდებულმა მოვახდინო", - განაცხადა ფეხბურთელმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...da-viaroth.html This post has been edited by USSR on 29 Jul 2011, 18:17