იგუაინი:"შესანიშნავი გუნდი შევქმენით და მოლოდინი დიდია"
დღეს, დილით "ოლიმპიკ სთედიუმზე" გამართული ვარჯიშის შემდეგ, ქარიმ ბენზემამ და გონსალო იგუაინმა, პრესკონფერენცია გამართეს.
გონსალო იგუაინი:"ჩემი საქმე არ არის იმაზე საუბარი, მოვიდეს თუ არა ახალი ფორვარდი. ამას კლუბი და მწვრთნელი წყვეტს. ყოველ წელს ხშირად მისვამენ ამ კითხვას და მუდამ იგივე პასუხს ვცემ. აქ იმისთვის ვარ, რათა გუნდს დავეხმარო და გოლები გავიტანო. თავდაჯერებული ვარ საკუთარ თავში და ჩემს სამუშაოში. კმაყოფილი და მშვიდი ვარ. კლუბი და გულშემატკივრები, მუდამ ძალიან კარგად მექცეოდნენ".
"ჯერ არ ვფიქრობთ, ესპანეთის სუპერთასზე. ჩვენ მხოლოდ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. აქ იმისთვის არ ვართ, რათა "ბარსელონაზე" ვისაუბროთ".
"შესანიშნავი გუნდი შევქმენით. დიდებული ფეხბურთელები გვყავს და მოლოდინიც დიდია".
ქარიმ ბენზემა:"თავს უკეთ ვგრძნობ და ვარჯიშებზე თავდაუზოგავად ვშრომობ, რათა მატჩებში კარგად გამოვიყურებოდე. ეს ისაა, რასაც მწვრთნელი ელის ჩემგან და ამის გაკეთებას ვცდილობ".
"ჩემი საქმე არ არის იმაზე საუბარი, მოვიდეს თუ არა ახალი ფორვარდი. ყველაფერი მწვრთნელსა და პრეზიდენტზეა დამოკიდებული".
"კრიშტიანუ და მე, ერთმანეთს დიდებულად ვუგებთ. ის ჩემი მეგობარია მოედანზე და მის გარეთ. ისევე უნდა გავაგრძელო მუშაობა, როგორც ახლა და კარგი შედეგები ვაჩვენო თამაშებში. ნათელია, რომ ამ გუნდისთვის იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია".
http://madridista.ge/news/4866-bbbbbbbbyob...bbbb-bbbbb.html
This post has been edited by faaq on 4 Aug 2011, 18:24