არშავინი: “რეალში” არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გადავალ”
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის “არსენალის” რუს შემტევს, ანდრეი არშავინს მადრიდის “რეალში” არავინ ეპატიჟება, იგი მაინც აცხადებს, რომ ესპანეთის დედაქალაქში არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გადაბარგდება. ამის მიზეზი არშავინის “ბარსელონასადმი” ბავშვობიდან გამოყოლილი სიყვარული ყოფილა.
“მადრიდის “რეალში” არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ვითამაშებ. როდესაც ამას ვამბობ, ჩემი მეგობრებიც გაკვირვებულები რჩებიან ხოლმე, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ უკვე დიდი ხანია “ბარსელონას” მიმართ მაქვს სიმპათიები” – აცხადებს არშავინი Sport Express-თან ინტერვიუს დროს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, არშავინს “ბარსელონა” ეპატიჟებოდა, მაგრამ მან საბოლოოდ თავი ლონდონის “არსენალში” ამოჰყო. არშავინის კომენტარიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ბარსაში” მისი ტრანსფერი თავად ფეხბურთელის უარის გამო არ ჩაშლილა.
....
განიცადეთ ხომ?
საქართველო...
Juventus... Valencia... Torpedo...
ყველაფერი მარტივი გენიალურია...