ფრანგმა 9 ნომერმა გადალახა ის კომპლექსები და დაუძლეველი წინააღმდეგობები, რომლებიც მას კარგ თამაშში უშლიდა ხელს.კარიმი სხვანაირად გამოიყურება. მან წონაშიც დაიკლო(
82 კილო). გასულ წელთან შედარებით 7 კილოგრამი აქვს დაკლებული.შვებულებაში გასვლისას, ბენზემამ გადაწყვიტა დაეცვა დიეტა, რომელიც ''რეალმა'' დაუნიშნა, ასევე მან უამრავი რჩევა მიიღო თანამემამულე ზინედინისგან
ამას შიგ ხო არ აქვს

შვებულების დამთავრებამდე არ იყო ერთი კვირა დარჩენილი, როცა ბენზემა და ზიდანი იტალიაში ერთ–ერთ საუკეთესო კლინიკას ეწვივნენ. იქ ბენზემამ ჩაიტარა ყველანაირი გამოკვლევა და საჭირო რჩევა–დარიგებებიც მიიღო მედიკოსებისგან.
კლინიკამ ურჩია კარიმს მიჰყოლოდა გეგმას და დაეცვა დიეტა. ეს დიეტა კი დადებითად იმოქმედებდა ბენზემას ჯანმრთელობაზე. ერთ–ერთ ინტერვიუში მან თქვა : ''თავი 12 წლის ბავშვი მგონია''. ის იღებდა ტოქსინებს, ორგანიზმის გასაძლიერებლად.
ამ დიეტის შედეგიც სახეზეა, ბენზემამ დაიკლო 7 კილოგრამი და ბრწყინვალე ფიზიკურ ფორამაშია. გასულ სეზონში თითქოს კარიმი დამძიმებული იყო , ახლა კი ყველაფერი პირიქითაა, ფრანგი თითქოს გაახალგაზრდავდაო, გაცილებით მეტს დარბის და გოლებიც გააქვს. მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა წინასასეზონო სამზადისისას ამხანაგურ შეხვედრებში.
ჟოზე მოურინიოს ქებაც კი დაიმსახურა. მომავალ სეზონში იგუაინს ძალიან გაუჭირდება ბენზემასთან ჭიდილი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.
კარიმის ''რეინკარნაციაში'' უდიდესი წვლილი მიუძღვის ზინედინ ზიდანს. ის მხარში დაუდგა თანამემამულეს და რა აღა იღონა დასახმარებლად. მძიმე პერიოდში მხარში ედგა და თავდაჯერებულობას მატებდა ''რეალის'' 9 ნომერს. ისინი უახლოესი მეგობრები გახდნენ და ერთად იღწვიან წარმატებებისათვის.