19-20 სექტემბერს უეფას კონგრესი გაიმართება ხორვატულ დუბროვნიკში, სადაც ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სისტემას დაამტკიცებენ. როგორც "მსოფლიო სპორტი" ათი დღის წინათ წერდა, დიდი ალბათობით, 53 ნაკრები 9 ჯგუფში განაწილდება, 2 საუკეთესო და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ გავა, ხოლო 8 მესამეადგილოსანი პლეი ოფის გზით გაარკვევს კიდევ 4 გუნდს. სავარაუდოდ, ასე გავა 23 ნაკრები ევროპაზე, სადაც მასპინძელი საფრანგეთი დაემატებათ.
მოკლედ, ეს სისტემა არ შეიცვლება (95 პროცენტით; ასე ვარაუდობენ), თუმცა საბოლოოდ ყოველივე დუბროვნიკში დამტკიცდება. იქვე საბოლოოდ იტყვიან, რის მიხედვით განაწილდებიან გუნდები კალათაში წილისყრამდე, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება ნიცაში.
როგორც იცით, უეფას 54-ე წევრი გიბრალტარი პირველად მიიღებს მონაწილეობას შესარჩევში
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
გიბრალტარი რომ ჩვენ ჯგუფში მოხვდეს და მოგვიგოს