მოკლედ....
დავიწყე ძველებურად
ვალდესით ვიწყებ დაიმსახურა. დღეს მარტო ნომრით კი არ იყო 1 არამედ ყველანაირად ვალდესი #1 იყო დღეს. საუკეთესო მოთამაშეა მატჩის. თამაშს
პლეიმეკიკერივით კითხულობს ეს ოხერი. ძალიან კარგად გრძნობს და მისგან ძალიან კარგი მცველიც დადგებოდა
ალვეში_დაცვაში ასე ეფექტური არ მინახავს ეგ. საკმაოდ კარგად იმუშავა, თუმცა ჩავარდნებიც ქონდა. მაინც უფრო დადებითად ვაფასებ
მასკერანო_კაცი გული, კაცი სული, თუმცა პოზიციური შეცდომები ქონდა
აბიდალი_რასაც ვერ დავუკარგავთ ძალიან კარგად ამოქონდა ბურთი დრიბლინგით, მაგრამ ამ პასებს ვერ დაუმურამა თუ რა არის ვერ გავიგე
ადრიანო_ხან კარგად თამაშობდა ხან ###ობდა.... როგორც აბიდალი რა
კეიტა_დაცვას ნორმალურად ეხმარებოდა თუმცა...
ბუსკეტსი დამიბრუნეთ სასწრაფოდ! ინიესტა_ხავის გამოსვლამდე არაფერი გამოდიოდა, მერე გული მიეცა თუ რა იყო არ ვიცი
ტიაგო_მაგრად ცდილობდა რა. ზოგჯერ ძალიან კარგად ირჯებოდა. ძალიან დიდი ნიჭია, მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი იზრდება. აი
გამოუცდელობის ბრალია ის შეცდომები რასაც უშვებდა
სანჩესი_ახალწვეულის კვალობაზე საკმაოდ კარგად ირჯებოდა და კარგადაც იხსნებოდა. შეცდომები ქონდა ოღონდ პასებისას ბევრი.
მესი_ძალიან ინერტული იყო. აი ამოვარდნილი თამაშიდან, მეგონა ეგ ცალკე სტადიონზე მარტო დაძუნძულებდა. ძალიან ფრთხილობდა და
პარტნიორებიც არ ტვირთავდნენ ჩემდა გასაკვირად.
ვილია_გადამწყვეტი გოლების დიდოსტატია ეს ოხერი

იმუშავა ძალიან მაგრად სანჩესთან ერთად შეტევაში. ნუ გოლზე ლაპარაკი ზედმეტია
ხავი_აი რამხელა ძალაა ეს ბებერი უცებ გამოჩნდა

ინიესტაც აათამაშა და ბურთებიც კარგად გადაანაწილა
პიკე_აბიდალის ფონზე ისე მშვენივრად შემოვიდა რომ არ ვიცი
პედრო_კუჭში გამხსნელია რა

როგორც კი შემოვიდა ეგრევე მუცელში დაურიალდათ რა მადრიდელ მცველებს...
მსაჯი_ პიტალოოოო. ორი პენალი არ დადო და ძალიან ბევრჯერ დაინდო მადრიდელები. აშკარა უხეშობებზე დაინდო ხალხი. ყვითლებს ჟმოტავდა
ბარსელონა _ საშინელება იყო, როგრო არ წავაგეთ ახლაც მიკვირს.... გუნდმა ყველაფერი გააკეთა კლასის ხარჯზე. შეთამაშებულობა აკლიათქო როგორ უნდა მომიბრუნდეს ენა მაგრამ ასე იყო და რა ვქნა. ფიზიკურადაც ძალიან ცუდ ფორმაში არიან. ასე ცუდად მოძრავი მე ბარსელონა არ მინახია.. გამონაკლისი იყვნენ პედრო, ალკანტარა და სანჩესი. ნუ ვილიაც შეიძლება ამათთან ითქვას.
დღეს ბარსელონას რაც მთავარია მონდომება აკლდა,(მასკერანოს, ალკანტარას და სანჩესს თუ არ ჩავთვლით). ყველაფერი რაც გააკეთეს კლასისი ხარჯზე იყო...
This post has been edited by diazi on 15 Aug 2011, 02:28