მოკლედ როგორც კი გავიგე GMG აჩვენებსო, ჩავრიცხე 5 ლარი და ჩავრთე MYVIDEO-ზე...არც შევმცდარვარ...
ნუ დავიწყებ იმით რომ გუშინ მაგრად გაგვიმართლა, მარა უმართლებთ ძლიერებს

მეკარე----ბრწყინვალე
დაცვა----საშინელება
ნახევარდაცვა----ბარსასთვის საშინელება
თავდასმა-----იმის გათვალისწინებით რომ 2 გოლი გაიტანეს კარგი
ვალდესი----ფანტასტიკა
ადრიანო----ადრიანოა რა

მასკერანო-----გუშინ რიგ ეპიზოდებში გადაგვარჩინა, ერთი-ერთზე მაგარი იყო, მაგრამ პოზიციურად სცდებოდა ხშირად
აბიდალი----მეფე ვერაა ხოდზე, ვერც ცენტრში გაქაჩა და ვერც მარცხენა ცველად
ალვეში----იყო აქტიური, მაგრამ რამდენი წინ წავიდა ბურთი დაკარგა და ხიფათი შეიქმნა ჩვენს კართან, ნუ როგორც ხდება ხოლმე რა
კეიტა----არაა ეს კაცი საყრდენი
ინიესტა-----ხავის გარეშე იბრძოდა, ხავისთან ერთად კლასი ანახა ისევ
ტიაგო----კარგად იფინტავა გვახალისა, ერთი ორჯერ ბურთიც კარგად გაანაწილა, მაგრამ ხავიმდე ძალიან ბევრი უკლია, ბურთს არ უფრთხილდება როგორც მაესტრო და ხშირად კარგავდა
ვილა----მხოლოდ ერთი ეპიზოდი და ბრწყინვალე, მეტი ბურთი არ მიუღია
მესი----იგივე რაც ვილა
სანჩესი----ვამბობდი მაგარია თქო და ვინც პესიმისტურად უყურებდა გუშინ დარწმუნდებოდა, პირველი თამაში კლუბში, ისიც კლასიკო, კაცმა იბრძოლა, დაცვაში იშრომა, მარა აშკარაა რომ შეთამაშება სჭირდება, და გუშინ უჭირდა თავის თავზე თამაშის აღება, განა იმიტომ რომ არ შეეძლო, უბრალოდ რა, მაინც ახალია და მაინც კლასიკო იყო
პიკე----დაბნეული იყო, მეგონა მისი გამოსვლით დაცვა დალაგდებოდა მარა მემგონი უარესი იყო, ერთი ეგაა მეორე სართულს აღარ ვაგებდით ისე ხშირად
ხავი---თავიდან ვერ აყვა რიტმს, მარა მაინც თავისი ქნა და დაალაგა თამაში, რასაც მოყვა შედარებით მშვიდი ბოლო წუთები
პედრო----ჯერჯერობით სჯობია სანჩესს, კლასი იყო გუშინ
რაც შეეხება პენალტებს, ალბათ იყო ან არ იყო, თუმცა ორივე მხარეს აქვს მსაჯთან მიმართებაში პრეტენზიები, არა მარტო საპენალტე სიტუაციებთან
გილოცავთ ფაბრეს გადმოსვლას და ძალიან მინდა ოთხშაბათს თუნდაც ბოლო 5 წუთი შემოუშვას
და კიდევ ნუ იტყვით რომ მორჩა სუპერ კოპა ჩვენია, იმიტომ რომ რეალი ფორმაშია ჩვენ კი არა, გუშინ გაგვიმართლა, 17-ში შეიძლება მათ გაუმართლოთ ასე რომ უ იტყვით მერე უფრო მწარე იქნება მარცხი
ჰოდა მოვკარი კომენტარებს თვალი, მაურინიომ ისწავლა ბარსასთან თამაში, თურმე ბარსასთან შესაძლებელია გახსნილი თამაში და ასე შემდეგ
მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო აღნიშნულთან დაკავშირებით: მაურინიომ კი არა აქ ფორუმზე იცოდა ხალხმა რომ ბარსას სრულფასოვანი შეკრება არ ქონია და ხალხი აკლდებოდა და ასე შემდეგ, ჰოდა იხელტა მაურინიომ დრო და გამოვიდა შემტევი ტაქტიკით, მაინც ორი გოლი გაუშვა და მაინც ვერ მოიგო, ნუ ეხლა მსაჯებზე წუწუნი რა პონტია არ მესმის, ჯობდა 10 თავით, გაიტანე რა

))
ჰოდა მინდა ვთქვა რომ დეკემბრის კლაიკოში მაურინიო ისევ გამოიყენებს იგივე ტაქტიკას რა ტაქტიკაც ჰქონდა აპრილი-მაისში, აგერ ტქვენ და აგერ მე, მოვა დეკემბერი და ნახავთ, იცის მაგან რომ როცა ბარსა ფორმაშია შანსი მიზერია ამ ტაქტიკით რაც გუშინ იყო, ისე გაუშვა 2 გოლი და...აღარ დავაბოლოვებ

მოკლედ იმედია დავდებთ 3 დღეში პირველ ჯილდოს, მარა ძალიან ძნელი თამაში იქნება