პეპე და ალვეში უნდა გადააბა ერთმანეთს და ერთად მიაპანჩურო. ერთმანეთის შესაფერისები არიან.

რამოსს ვინც ერჩის, იმას ურჩევნია მატყლი დაჩეჩოს.
სეზონის დასაწყისის მატჩისთვის მშვენიერი იყო. რეალი ჯანზე და იშტაზე მოსული ჩანს. უკეთეს ფორმაში სეზონის დასაწყისისთვის და თავიდან თუ აკრიფა ქულები, გაუჭირდება ბარსას. (გუშინ პაწა გაუმართლათ კატალონელებს, სადაც სიმართლეა).
ვალდესს აუხსნას ვინმემ, რომ ხელით თამაშის უფლება იმას არ ნიშნავს, რაც გუშინ იკისრა.

კოენტრაო დიდებული შენაძენია რეალისთვის. რამდენიმე პოზიციაზე იმუშავებს ხარივით. იქნება ჯობდეს მაგან დაიწყოს ხოლმე და დი მარია მერე შევიდეს, მოღლილ მეტოქეზე ფლანგზე გაინავარდებდა უკეთ, ა?
ეს ჩილელი ალექსაც ნამეტურ კაი ყმა ჩანს, კარგია, კარგი.
ეჰ, ქარიმ, ქარიმ, ის როგორ გამაზე, ჰა?
გვარდიოლას რამე ფარსაგი ხომ არ ჭირს? დამდნარია კაცი, ანორექსიაზე შეამოწმეთ და აჭამეთ რამე ამ პატიოსან კაცს. და ის ჰალსტუხი გამოუცვალოს ვინმემ 80-იანებში რომ აჩუქეს და არ იხსნის ცოცხალი თავით.
პ.ს. აქეთ "ალლაჰ მადრიდ" შემადგენლობა, იქით - თურქიშ ეარლაინი და ყატარ ფაუნდეიშენი... ოსმალთ თარეშია პირენეებზე, ჯეკ?
ქვის ხანა იმიტომ კი არ დასრულებულა, რომ ქვები გათავდა....
Let's move to clean energy.